in

როგორ მოვხდეთ ოლიმპიადაზე: რა გზა ელოდება საქართველოს პარიზამდე

საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპი დაძლია და 16 საუკეთესო შორის მოხვდა. მართალია მერე არაფერი გამოგვივიდა, მაგრამ ოლიმპიადის საგზურისთვის ბრძოლაში კი ჩაერთო.

საქართველოს პროგრესი: ახალ რეიტინგში 10 ადგილით წინ

როდის, სად და როგორ შეირჩევა ოლიმპიადაზე დარჩენილი მონაწილეები?

შესარჩევი შეხვედრები ოლიმპიურ თამაშებამდე ცოტა ხნით ადრეა, 2-7 ივლისს (პარიზის ოლიმპიადა 26 ივლისს იწყება).

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე 24 გუნდი მონაწილეობს. 19 მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგებით გამოვლინდა:
ეგვიპტე, ანგოლა, კოტ დ’ივუარი, პუერტო რიკო, ბრაზილია, დომინიკის რესპუბლიკა, მექსიკა, ლიბანი, ფილიპინები, ლატვია, ლიეტუვა, სლოვენია, იტალია, ესპანეთი, მონტენეგრო, საბერძნეთი, საქართველო, ფინეთი, ახალი ზელანდია.
მათ დაემატა წინასწარი შესარჩევიდან გასული ხუთი ნაკრები, ორი ევროპიდან, თითო აფრიკიდან, აზიიდან და ამერიკიდან: პოლონეთი, ხორვატია, ბაჰამები, ბახრეინი, კამერუნი.

ეს 24 გუნდი გაიყოფა 8 სამგუნდიან ჯგუფად. თამაშები ჩატარდება ოთხ ქვეყანაში: მასპინძელ ქვეყანაში შეიკრიბება 6 გუნდი (ორი ჯგუფი), თითოდან მომდევნო ეტაპზე გავა ორი ნაკრები, მერე ნახევარფინალი, ფინალი და გამარჯვებული მოიპოვებს პარიზის ოლიმპიადის საგზურს.

7 ივლისს ოლიმპიური თამაშების ბოლო ოთხი მონაწილე გამოვლინდება.

ოლიმპიადაზე უკვე არიან: საფრანგეთი (მასპინძელი), სამხრეთ სუდანი, კანადა, აშშ, იაპონია, გერმანია, სერბეთი და ავსტრალია.

გუნდების ჩამონათვალი ისეთია, კაცი იფიქრებს აქედან ოთხ საუკეთესოში როგორ უნდა მოვხვდეთო, მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი, რომელიც შანსს გვიტოვებს.

რა თქმა უნდა, გადამწყვეტი იქნება ვისთან მოვხვდებით.
საქმე ისაა, რომ ტოკიო 2020-ის საკვალიფიკაციოზე ევროპის 8 საუკეთესო გუნდი სხვადასხვა კალათაში გაუშვეს. მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით საქართველო ევროპაში მერვეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯგუფში ავცდებით ლატვიას, ლიეტუვას, სლოვენიას, იტალიას, ესპანეთს, მონტენეგროს და საბერძნეთს.
სხვა კალათებიდან კი შეიძლება შეხვდეს აფრიკული, აზიური, ამერიკული გუნდები ან ერთ-ერთი ევროპიდან: ფინეთი, პოლონეთი, ხორვატია.

მარტივი ცხადია არც ეს იქნება, მაგრამ არაევროპელებთან თამაში რომ შეიძლება, ჩვენ თავად გამოვცადეთ ახლახან დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე.

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრას კი ველოდებით, მაგრამ როდისაა ჯერ ესეც არ თქმულა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ერთი სული აქვს გოლს როდის გაიტანს: ველაპარაკე თავი მშვიდად რომ იგრძნოს – კვარაცხელია ნაპოლისთვის ისევ მნიშვნელოვანია

ყველა მეკარე, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე გაუტანია – ერთხელ დინამოსაც გაუტანეს