in ,

რუსტემ საიმანოვი: ხვიჩასი მადლობელი ვართ

ყაზანის “რუბინი”, რომლის ღირსებასაც ქართული ფეხბურთის გამორჩეული ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია იცავდა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ლეგიონერების გარეშე დარჩა და პრემიერლიგიდანაც გავარდა.

ხვიჩა “რუბინიდან” დროებით ბათუმის “დინამოში” გადავიდა, ზაფხულში კი იტალიურ “ნაპოლის” შეუერთდება. რუსულ მედიასთან ქართველი ტალანტის ტრანსფერზე კომენტარს ყაზანური კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი აკეთებს.

“შეთანხმება გვაქვს, რომ ხვიჩას ტრანსფერიდან თანხა “რუბინმა” უნდა მიიღოს, მაგრამ ეს ყველაფერი უეფაზეა დამოკიდებული, თუ რა სიტუაცია იქნება საქნციების მხრივ მაშინ. ხვიჩასი მადლობელი ვარ, რადგან მაშინ, როდესაც ლეგიონერებმა კლუბი მალევე დატოვეს, ის ჩვენთან სანაკრებო პაუზამდე დარჩა”, – თქვა რუსტემ საიმანოვმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ამბროლაურმა კუდოში საქართველოს თასს უმასპინძლა

ზაზა ჯანაშია: ჩემს გუნდში ასეთი რამ გამორიცხულია -გავასაჩივრებთ და გავარკვევთ ყველაფერს