in ,

კვარაცხელია არ დაბრუნდება: ხვიჩა ბათუმში თავისუფალ აგენტად გადავიდა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა – რუბინთან საქმე გაწყდა

ყაზანის “რუბინში“ დაადასტურეს, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტი გაწყვეტილია.

21 წლის ფეხბურთელი ბათუმის „დინამოში“ 24 მარტს გადავიდა. ბათუმელთა სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა აცნობა, რომ კონტრაქტი 2-წლიანია.

„თავდაპირველად ხვიჩასთან კონტრაქტი შეჩერდა. დამატებითი მოლაპარაკებების შედეგად, მოთამაშეს ინტერესები გავითვალისწინეთ და მასთან კონტრაქტი გავწყვიტეთ.

გავითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ მისი ოჯახი საქართველოში კრიტიკასა და აგრესიას წააწყდა ხვიჩას რუსულ კლუბში ყოფნის გამო. ასევე ეს გადაწყვეტილება მიღებულია ფეხბურთელის სამომავლო ინტერესებით.
კლუბი კვარაცხელიასთან მუდმივ კავშირზეა“, – განაცხადეს „რუბინის“ პრეს-სამსახურში.

რუსულმა საიტებმა ლადო დვალიშვილის კომენტარიც დაწერეს:

„მისი აგენტი ჩემი ძველი მეგობარია. მან მითხრა, რომ ხვიჩას წაყვანის შანსი გვექნებოდა, მაშინვე თანხმობა ვთქვი.

ჩვენ 2-წლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. ზაფხულში საინტერესო მოვლენები გველოდება. ხვიჩა თავად გადაწყვეტს დარჩება თუ წავა.

ის ყოფილ კლუბს კონტრაქტის გაწყვეტაზე შეუთანხმდა. ის ჩვენთან თავისუფალ აგენტად მოვიდა და „რუბინში“ აღარ დაბრუნდება“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პიმბლეტი თოფურიასთან ჩხუბზე თანახმაა: მათმა მტრობამ ოქტაგონზე უნდა გადაინაცვლოს

ეგვიპტე გადათამაშებას ითხოვს: სენეგალელები ეგვიპტელ ფეხბურთელებს ლაზერით უტევდნენ