in ,

რაც ხვიჩა წავიდა: ფასი დაეცა, ზურიკო დაწინაურდა, ბათუმი ჯერ ისევ პირველია

გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტმა“ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს ეხება.

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ და საბა კვირკველიას ბაქოს „ნეფთჩიში“ წასვლის შედეგად საქართველოს ჩემპიონატის გუნდების ჯამური შეფასება შემცირდა.

კვარაცხელიას შეფასება 15 მილიონი ევრო იყო, კვირკველიას – 1 მილიონი, კიდევ რამდენიმე მოთამაშე წავიდა უცხოეთში და ჯამში ჩვენი პირველობა 17 მილიონი ევროთი შემცირდა.

ეროვნული ლიგის საერთო ჯამური შეფასება 44,58 მილიონი ევროა. ბათუმის „დინამოს“ შეფასება 25 მილიონი ევროდან 9,30-მდე დაეცა, მაგრამ მაინც ყველაზე ძვირადღირებული გუნდია და პირველ ადგილზეა.

სხვაობა უკვე დიდი აღარ არის თბილისის „დინამოსთან“, რომელმაც 1,8 მილიონად შეფასებული ჯიმი ტაბიძე და ულად ომარ-იმრანი (0,350 თასი ევრო) დაიმატა.

ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური ფასი

დინამო ბათუმი – 9.30
დინამო თბილისი – 8.78
დილა – 4.58
ტორპედო – 4.28
საბურთალო – 4.21
სამგურალი – 3.48
სიონი – 2.81
ლოკომოტივი – 2.71
თელავი – 2.23
გაგრა – 2.23

სულ 44,58 მილიონი ევრო

„ტრანსფერმარკტის“ მიხედვით, საქართველოს ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ზურიკო დავითაშვილი გახდა.
ბათუმის „დინამოს“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ დაწინაურდა.

მეორე ადგილზე ჯიმი ტაბიძეა, რომელიც ბელგიური „კორტრაიკიდან“ თბილისის „დინამოში“ ჩამოვიდა. სამეულშია ბათუმის „დინამოს“ მცველი ირაკლი აზაროვი.

გერმანულ სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტის“ შედგენილი ეროვნული ლიგის ყველაზე ძირადღირებული მოთამაშეების საუკეთესო ხუთელი ასე გამოიყურება:

  1. ზურიკო დავითაშვილი დინამო ბათუმი 2.00 (მილიონი ევრო)
  2. ჯიმი ტაბიძე დინამო თბილისი 1,80
  3. ირაკლი აზაროვი დინამო ბათუმი 1.20
  4. ჯოვინო ფლამარიონი, დინამო ბათუმი 0.800
  5. უსმანე კამარა, დინამო თბილისი 0,550

„ტრანსფერმარკტის“ შეფასებით, ეროვნული ლიგის გუნდებიდან ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები ბათუმის „დინამოში“ თამაშობენ.
საქართველოს ჩემპიონის მოთამაშეთა საშუალო სატრანსფერო ფასი ყველაზე მაღალია – 404 ათასი ევრო.
ეროვნული ლიგის მოთამაშეთა საშუალო სატრანსფერო ფასი 182 ათასი ევროა.

დინამო ბათუმი – 0,404
დინამო თბილისი – 0,303
დილა – 0,191
ტორპედო – 0,158
საბურთალო – 0.191
სამგურალი – 0.139
თელავი – 0,117
გაგრა – 0,117
სიონი – 0.100
ლოკომოტივი – 0,93

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტყემალაძე იტალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტს გაუწყრა

უკრაინაში ფეხბურთი ბრუნდება, ჯერ უმაყურებლოდ