in ,

La Gazzeta Dello Sport: კვარაცხელია ნეაპოლური კლუბის რადარზეა – ქართველი ინსინიეს ბრწყინვალედ შეცვლის

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” წერს. გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას ლორენცო ინსინიეს შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც მალე ნეაპოლურ კლუბს დატოვებს.

“2001 წელს დაბადაბეული ქართველი გარემარბი დე ლაურენტისის კლუბის რადარზეა. მისი ღირებულება 15 მილიონი ევროა და როგორც “რუბინში” ამბობენ, ის დიდი ხანია ტოპ ჩემპიონატში თამაშს იმსახურებს.

ყაზანური გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ხშირად ამბობს, რომ ქართველს დიდი ტალანტი აქვს და მის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება. მას “რუბინის” მაისურით 73 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 9 გოლი, 18 საგოლე პასია. საქართველოს ნაკრებში კი, კვარაცხელიამ 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა. თან ის მარცხენა ფლანგზე ისეთივე კარგია, როგორც ლორენცო ინსინიეს და იტალიელის შემცვლელად კვარაცხელია შესანიშნავი ვარიანტია”. – წერს იტალიური გამოცემა კვარაცხელიაზე.

ნაპოლი კვარაცხელიას უარყოფს

წამოვიდა! – ამ დღეს დიდხანს ველოდით: კვარაცხელია რუსეთიდან წამოვიდა

ჩაწერეთ youtube-ზე კვარაცხელია და ნამდვილ ნიჭს ნახავთ: ნაპოლის ქომაგები ხვიჩას ელიან

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბოლო ტურის სიმბოლურში 7 ბორჯღალოსანი მოხვდა

კვარაცხელიამ შესაძლოა ზაფხულამდე ბათუმში ითამაშოს