in ,

იტალიური მედია: ნაპოლი კვარაცხელიას გარემოცვას ხვდება

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისევ ბევრი იწერება. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ რუსეთსა და უკრაინაში მყოფ ლეგიონერებს კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტის საშუალება მისცა და ყველა ელოდა ამ შანსით ხვიჩა ისარგებლებდა, მაგრამ ჯერჯერობით ქართველი ტალანტის შესახებ სიახლე არაფერია.

ამის პარალელურად იტალიურ მედიაში ხვიცას შესახებ ისევ იწერება. Tuttomercato წერს, რომ ზაფხულში “ნაპოლი” გაძლიერებას შეეცდება და ერთ-ერთი მთავარი ვის დამატებასაც შეეცდებიან ხვიჩა კვარაცხელია. ქართველი ფეხბურთელის შესახებ აქამდეც, იგივე იტალიურ მედიაში არაერთხელ დაიწერა და ბევრმა ხვუჩა ხან “ნაპოლს”, ხან :იუვენტუსს”, ხან “ნაპოლის” დაუკავშურა, მაგრამ ფაქტია ყველაფერი ცრუ ინფორმაცია აღმოჩნდა და კვარაცხელია ისევ “რუბინის” ღირსებას იცავს.

თავს ვერ დავდებთ, რომ ეს ინფორმაცია ზუსტია, მაგრამ ფაქტია ხანგრძლივი პაუზის შემდეგ იტალიაში კვარაცხელიაზე წერას ისევ მოუმატეს, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

წყარო წერს, რომ კვარაცხელიას აგენტები კვარაცხელიას გარემოცვას ხვდებიან და ზაფხულში ქართველოს ტრანსფერზე მუშაობენ. ტუტოსპორტი წერს, რომ კვარაცხელიას გარემოცვა “ნაპოლის” ბაზაზე შენიშნეს.

ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 2 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პეტრიაშვილი, იაკობიშვილი და კენჭაძე წონის ლიდერებში

შავი ლომი სამხრეთ აფრიკაში მიდის – პირველი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა ცნობილია