in

ამერიკამ ოლიმპიადა იკადრა და ოცნების გუნდს აკეთებს: კარი, ლებრონი, დურანტი, ტეიტუმი, ჰარდენი, ირვინგი, ლეონარდი… ყველანი არიან

აშშ-ს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატებსა თუ ოლიმპიურ თამაშებზე არასოდეს გამოირჩევა და ამიტომაც ხშირად ვერ იგებს ხოლმე. ყველას ალბათ 1992 წელი ახსენდება, როდესაც ამერიკელებმა ბარსელონაში პირველი დრიმ-თიმი ჩაიყვანეს და მაშინ მაიკლ ჯორდანიდან დაწყებული ვინ არ ჰყავდათ. მას შემდეგ დიდად თავს არ იკლავენ ევროპელებთან თამაშით. ახლა კი სიტუაცია შეიცვალა და პარიზის ოლიმპიადისთვის ამერიკა ახალ „ოცნების გუნდს“ ამზადებს და რაღაც მაგარი სანახაობა გველოდება.

აშშ-მა დაასახელა გაფართოებული შემადგენლობა პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის. სიაში ჯერ 41 კალათბურთელია, მაგრამ ამათგან ვინც არ უნდა მოხვდეს საბოლოო შემადგენლობაში, მაინც უძლიერესი გუნდი შეიკრიბება.

აშშ-ს გაფართოებული საოლიმპიადო შემადგენლობა:

ჯეისონ ტეიტუმი, დერიკ უაიტი, ჯეილენ ბრაუნი, ჯრიუ ჰოლიდეი (ყველა – „ბოსტონი“), ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, ოსტინ რივზი (ყველა – „ლეიკერსი“), კავაი ლეონარდი, ჯეიმს ჰარდენი, პოლ ჯორჯი (ყველა – „კლიპერსი“), ტაილერ ჰირო, ჯიმი ბატლერი, დანკან რობინსონი (ყველა – „მაიამი“), კევინ დურანტი, დევინ ბუკერი (ორივე – „ფინიქსი“), ჯოშ ჰარტი, ჯალენ ბრანსონი (ორივე – „ნიუ იორკი“), სტეფ კარი, კრის პოლი (ორივე – „გოლდენ სტეიტი“), კემ ჯონსონი, მიკალ ბრიჯესი (ორივე – „ბრუკლინი“), ბობი პორტისი, დემიან ლილარდი (ორივე – „მილუოკი“), სკოტი ბარნსი („ტორონტო“), ალექს კარუზო („ჩიკაგო“), ენტონი ედვარდსი („მინესოტა“), ჯოელ ემბიდი („ფილადელფია“), დარონ ფოქსი („საკრამენტო“), აარონ გორდონი („დენვერი“), ტაირიზ ჰალიბერტონი („ინდიანა“), ჩეთ ჰოლმგრენი („ოკლაჰომა“), ბრენდონ ინგრემი („ნიუ ორლეანი“), კაირი ირვინგი („დალასი“), ჯარენ ჯექსონი („მემფისი“), უოკერ კესლერი („იუტა“), დონოვან მიტჩელი („კლივლენდი“), ტრეი იანგი („ატლანტა“).

საბოლოო განაცხადში 12 კალათბურთელი უნდა მოხვდეს.
აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება „გოლდენ სტეიტის“ დამრიგებელი სტივ კერი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

XXI საუკუნის საუკეთესო სამხრეთ ამერიკელი ბომბარდირი: ლეო მესი

სიტი 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო გუნდია: ცოტა უცნაური რეიტინგი გამოვიდა – სად არიან ჩვენები