in

სიტი 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო გუნდია: ცოტა უცნაური რეიტინგი გამოვიდა – სად არიან ჩვენები

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2023 წლის საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა და, როგორც მოსალოდნელი იყო, წლის სუაკეთესო გუნდი „სიტი“ გახდა, რომელმაც გასულ წელს ტრემბლი შეასრულა და მერე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიც მიაყოლა.

„სიტიმ“ მადრიდის „რეალს“ და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ „ინტერს“ გაუსწრო, მაგრამ მერე რაც ხდება, ცოტა გასაკვირია – ამ სამეულს ეგვიპტური „ალ აჰლი“ მოჰყვება და მერე „ეინდჰოვენი“ და ლევერკუზენის „ბაიერია“. ცოტა გასაკვირია, მაგრამ ასე დაითვალეს სარეიტინგო ქულები და ჩვენ რა უნდა ვქნათ. ან თუნდაც „ფიორენტინა“ რატომაა ათეულში.

უცნაურობები შემდეგაც არის, როდესაც ტანზანიური გუნდი გვარიანად უსწრებს ტოპ 5 ჩემპიონატების ტრადიციულ კლუბებს.

ბათუმის “დინამო” 321-ე ადგილზეა 65.25 ქულით და კიევის “დინამოზე” წინაა.
თბილისის “დინამოს” 56 ქულა აქვს და 423-ე ადგილზეა სხვა 11 გუნდთან ერთად. მათ შორის არიან “ემპოლი”, “ანორთოსისი”, “ვიტესი”, “აუგსბურგი”…
53 ქულით 471-ეა ქუთაისის “ტორპედო” კიდევ 4 გუნდის მსგავსად.
50 ქულა აქვს გორის “დილას” და 508-ე ადგილს იყოფს 9 გუნდთან ერთად.
“საბურთალო” 519-ე ადგილს იყოფს სხვა 12 გუნდთან ერთად (49.5).
631-ეა “სამგურალი” 43.5 ქულით (ამდენივე ქულა კიდევ 12 გუნდს აქვს).

ტოპ 100-ში ევროპის 62 კლუბი მოხვდა, სამხრეთ ამერიკას და 27 გუნდი ჰყავს. სულ კი 33 ქვეყნის წარმომადგენელია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ამერიკამ ოლიმპიადა იკადრა და ოცნების გუნდს აკეთებს: კარი, ლებრონი, დურანტი, ტეიტუმი, ჰარდენი, ირვინგი, ლეონარდი… ყველანი არიან

20 წლის შემდეგ: გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!