in

ერთი სული აქვს გოლს როდის გაიტანს: ველაპარაკე თავი მშვიდად რომ იგრძნოს – კვარაცხელია ნაპოლისთვის ისევ მნიშვნელოვანია

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს. იტალიის ჩემპიონი პორტუგალიაშია და „ბრაგასთან“ მატჩისთვის ემზადება. ნეაპოლში ყველაფერი რიგზე ვერ არის, გუნდი ვერ გამოიყურება უწინდებურად თავდაჯერებულად და წალაპარაკებასაც კი ჰქონდა ადგილი. ქართველი ფეხბურთელი კი ბოლო შეხვედრაში შეცვლით უკმაყოფილო იყო და მწვრთელთან ლაპარაკიც მოუწია.

მატჩის წინა პრესკონფერენცია „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ რაღაცეები განმარტა:

„უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ბოლო ორ შეხვედრაში. ეფექტიანობა და საგოლე მომენტების გამოყენება გვჭირდება. სერია ა და ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული ტურნირებია. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მხოლოდ 6 მატჩი გვაქვს, იტალიის პირველობა კი უფრო ხანგრძლივია.
გაგვაჩნია საკუთარი თავის რწმენა. გუნდით იმედგაცრუებული არ ვარ.

ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია, ოსიმენმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა, შემდეგ თავი არ გამოუჩენია, იმედი მაქვს, ამჯერად გაიტანს.

კვარაცხელიას სიტუაცია ცოტა განსხვავებულია, რადგან მოსამზადებელ ეტაპზე, ტრავმის გამო შეფერხდა. მას ველაპარაკე, რათა თავი მშვიდად იგრძნოს.

ხვიჩა შესანიშნავი ფეხბურთელია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გაუტანია და ამაზე არ უნდა იფიქროს. კარგი იქნება საგოლე პასიც გააკეთოს. ერთი სული აქვს, გოლს როდის გაიტანს. ამის საუკეთესო საშუალებაა ისევ თავისუფლად ითამაშოს და სიამოვნება მიიღოს.

ჩემპიონთა ლიგა ყველას ოცნებაა და გვინდა, რაც შეიძლება შორს გავიდეთ. ასეთი საღამოები დიდი ფეხბურთელებისთვისაა და კვარა ერთ-ერთი მათგანია“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენები ჩემპიონთა ლიგაზე: ევროპაშიც და აზიაშიც -25 ქართველი და არშემდგარი დუელი რონალდოსთან

როგორ მოვხდეთ ოლიმპიადაზე: რა გზა ელოდება საქართველოს პარიზამდე