in

ვინც დავალებებს უმკლავდება… ამიტომაც თამაშობს კვარაცხელია

ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინის „უნიონთან“ შეხვედრამდე „ნაპოლის“ მწვრთნელმა, რუდი გარსიამ პრესკონფერენცია გამართა და, სხვა თემებთან ერთად, კომენტარი გააკეთა, რატომ თამაშობენ ხვიჩა კვარაცხელია და მატეო პოლიტანო უფრო მეტს, ვიდრე იესპერ ლინდსტრომი.

„შეიძლება თუ არა „უნიონთან“ ლინდსტრომს თამაშის პერსპექტივა ჰქონდეს? ხუთი შეცვლა დასაშვებია, მწვრთნელებს შეუძლიათ ტაქტიკურად შედეგზე გავლენა მოახდინონ. მთავარი მოთამაშეთა პროდუქტიულობაა.

ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ფეხბურთელი გუნდს გოლებით, საგოლე გადაცემითა და დაცვაში კარგი თამაშით უნდა დაეხმაროს. ვინც ამ დავალებებს უკეთ უმკლავდება, სასტარტო შემადგენლობაში სხვებზე ხშირად ხვდება. ამიტომაცაა, პოლიტანო და კვარაცხელია უფრო მეტს რომ თამაშობენ.

„სალერნიტანასთან“ მატჩის დროს კარგი დეტალები ვნახეთ, რისი გამოყენებაც „უნიონის“ წინააღმდეგაც შეგვიძლია. მეორე ტაიმში ვუტევდით, მეტოქეს ბევრი პრობლემა შევუქმენით. მიხარია, რომ ელმასი შეცვლაზე შევიდა და გაიტანა. სათადარიგოთა სკამზე ბევრი მაღალი კლასის მოთამაშე გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ გუნდის თამაშის გაუმჯობესება“, – ამბობს რუდი გარსია.

ბერლინის „უნიონის“ პორტუგალიელმა მცველმა, დიოგო ლეიტემ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში „ნაპოლისთან“ მოახლოებულ შეხვედრისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

„ზედიზედ თორმეტი წაგების შემდეგ, ნეაპოლში გვსურს, რომ ჩვენი რეალური შესაძლებლობები ვაჩვენოთ. გვჭირდება დადებითი შედეგი, რომ დავიბრუნოთ გულშემატკივრების ნდობა და ეს უსიამოვნო სერია შევწყვიტოთ. ამ წაგებების ერთ-ერთი მიზეზი უიღბლობაც იყო. ზოგიერთ მატჩში გვქონდა გოლის გატანის საშუალება, მაგრამ ვერ ვახერხებდით. ჩემპიონთა ლიგაზე მოგება დამატებით იმპულსს მოგვცემდა.

ბონუჩი შესანიშნავი მოთამაშეა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. მისგან ბევრის სწავლა შემიძლია, ის შესანიშნავი ადამიანია.

„ნაპოლი“ ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ბრწყინვალე გუნდია, რომელიც კარგად და სწრაფად თამაშობს, ბურთს აკონტროლებს. ამიტომ კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ, მხოლოდ ასე შევძლებთ მათ შეკავებას და საგოლე მომენტების შექმნას. ოსიმენი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, მაგრამ „ნაპოლის“ ჰყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებსაც ნიგერიელის ღირსეულად შეცვლა შეუძლიათ.

ვიცით კვარაცხელიას თვისებები, ის ძალიან ძლიერია ერთ-ერთზე თამაშისას, კარგი დრიბლინგი აქვს და არაპროგნოზირებადი მოქმედებებით გამოირჩევა – შეუძლია თამაშის ბედი ერთი მომენტით შეცვალოს. კვარაცხელია უმაღლესი დონის მოთამაშეა, მას თავისუფალი სივრცე არ უნდა დავუტოვოთ.

დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება, რომ დაცვაში საიმედოები ვიყოთ, ხოლო შეტევაში თამამები – სხვაგვარად „ნაპოლისთან“ მოგება შეუძლებელი იქნება“, – ამბობს პორტუგალიელი მცველი.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოჩოლეიშვილი ბარსასთან საუკეთესო გახდა

ყველაფერს ვაკეთებდი, რომ გამომსვლოდა და უფრო მეტს გავაკეთებ… გოჩოლეიშვილს ნაკრებში უნდა: როგორ ითამაშა ბარსასთან