in

ხვიჩა კვარაცხელია: რუდი გარსიასგან ყოველდღე რაღაც ახალს ვითვისებთ

ხვიჩა კვრაცხელიას Gazzetta Dello Sport-მა ინტერვიუ ჩამოართვა – საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

„ვიქტორ ოსიმენი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ ამავე დროს, ძალიან მოკრძალებული ადამიანია. იოლად შევეწყვეთ ერთმანეთს და ეს მგონი, მინდორზეც კარგად ჩანს. მაშინაც კი, თუ ვერ ვხედავ, ვიცი, სად არის და ვხვდები, პასი სად გავაკეთო.

მეტსახელი „კვარადონა? ვამაყობ, რა თქმა უნდა, რომ ასეთი მეტსახელი შემარქვეს. როდესაც ისეთ დიდ ფეხბურთელს გადარებენ, როგორიცაა მარადონა, ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

მომწონს რაფაელ ლეაოს უბრალოება. ის მოედანზე ნამდვილი ჩემპიონია და მას დიდ პატივს ვცემ. როდესაც ჩემპიონთა ლიგიდან გავვარდით, მან კარგი ჟესტი გააკეთა – თამაშის შემდეგ მაისურები გავცვალეთ და ერთმანეთს საუკეთესო სურვილები ვუსურვეთ, რადგან რაფა ამას ნამდვილად იმსახურებს.

ლუჩანო სპალეტი ჩემს კარიერაში შემობრუნების წერტილი იყო. მან საშუალება მომცა, ძალიან მაღალ დონეზე მეთამაშა და ყოველთვის მხარს მიჭერდა, თუნდაც ყველაზე რთულ მომენტებში. როდესაც შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ვავლენდი, ყოველთვის მამხნევებდა, მიცავდა და რჩევებს მაძლევდა, პრობლემები როგორ დამეძლია. მე რომ გავხდი ის მოთამაშე, რომელიც დღეს ვარ, ეს სპალეტის დიდი დამსახურებაა.

რა თქმა უნდა, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იმსახურებს მადლიერებას. მას სჯეროდა ჩემი – სრულიად უცნობი ბიჭის, რომელშიც მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო, ის გარკვეულ რისკზე წავიდა.

რუდი გარსია პროფესიულ ზრდაში მეხმარება. ვსწავლობთ მისი თამაშის სტილს და ყოველდღიურად რაღაც ახალს ვითვისებთ. როგორც პიროვნება და როგორც მწვრთნელი მე ის ძალიან მომწონს. დარწმუნებული ვარ, რომ გარსია ტიტულის მეორედ მოპოვებაში დაგვეხმარება“, – თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ.

6 აგვისტოს „ნაპოლიმ“ ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა „აუგსბურგთან“, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის გამო არ უთამაშია.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

8 აგვისტოს ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება

ზივზივაძემ კარლსრუეს ქულა მოუტანა: ბუდუმ ბოლო წუთზე გაიტანა