in

8 აგვისტოს ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება

8 აგვისტოს ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაა, რომელიც 32 ქვეყნის ნაკრებს 8 კალათაში გაანაწილებს და გუნდები კონტინენტის პირველობის 24 საგზურისთვის ბრძოლას გააჩაღებენ.

24-დან 4 საგზური დაკავებულია. მათი მფლობელები ევრობასკეტ 2025-ის მასპინძლები – კვიპროსი, ლატვია, ფინეთი და პოლონეთი არიან. ეს ნაკრებები საკვალიფიკაციო ტურნირში მაინც მონაწილეობენ, თუმცა ჯგუფებში, სადაც მოხვდებიან, რომელი ადგილიც გინდა დაიკავონ, ევრობასკეტზე მაინც ითამაშებენ.

თუ რა პრინციპით და როგორ განითესებიან გუნდები წილისყრის კალათებში, ეს მისი ჩატარების წინა დღეს, 7 აგვისტოს გამოცხადდება. გათამაშების ფორმატი და თამაშების ჩატარების თარიღები ცნობილია. როგორც აქამდე, საკვალიფიკაციო ციკლი 3 ფანჯარაზე გადანაწილდება.

პირველი ფანჯარა 2024 წლის 19-დან 27 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და მის ფარგლებში გუნდები 2-2 მატჩს ითამაშებენ. მე-2 ფანჯრის თამაშები 2024 წლის 18:26 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო ბოლო ფანჯარა 2025 წლის 17-25 თებერვალს გაიმართება.

გარდა იმ ჯგუფებისა, რომლებშიც ევრობასკეტ 2025-ის მასპინძლები იქნებიან, საგზურებს 3-3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. კვიპროსის, ლატვიის, პოლონეთისა და ფინეთის ჯგუფებიდან კი ამ გუნდებს დამატებული 2 საუკეთესო.თითოეული ჯგუფიდან ევრობასკეტ 2025-ის საგზურს 3 საუკეთესო მოიპოვებს. მაგალითისთვის, თუკი დავუშვათ პოლონეთმა ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა, მასთან ერთად ევრობასკეტზე ჯგუფის პირველ და მე-3 ადგილებზე გასული გუნდები გავლენ.

ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოასპარეზე 28 გუნდი, მათ შორის საქართველო, აქამდეც ცნობილი იყო. ისინი ევრობასკეტის მასპინძელი 4 ნაკრები, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასული ევროპული გუნდები და ამავე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში (რომელიც 2021-2023 წლებში ჩატარდა) პირველი ეტაპიდან გასული გუნდები იყვნენ. ამ 28-ას ამ დღეებში დაემატა წინასაკვალიფიკაციო ტურნირის 4 ჯგუფის გამარჯვებული – ბულგარეთი, ხორვატია, სლოვაკეთი და დანია.

ევრობასკეთ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა 8 აგვისტოს, თბილისის დროით, 13:30 საათზე გაიმართება და მისი ტრანსლაცია FIBA-ს ოფიციალურ Youtube-ის არხით გადაიცემა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წინ დიდი სიამოვნება გველოდება – ჩაკვეტაძემ ინგლისი მოგებით დაიწყო: როგორია გიორგის სტატისტიკა

ხვიჩა კვარაცხელია: რუდი გარსიასგან ყოველდღე რაღაც ახალს ვითვისებთ