in

გოჩოლეიშვილი ბარსასთან საუკეთესო გახდა

დონეცკის „შახტარმა“ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონა“ დაამარცხა 1:0 და ამაში გიორგი გოჩოლეიშვილის წვლილიცაა. სწორედ მისი პასით გავიდა ერთადერთი გოლი. ბოლო დროს გიორგი ვერ ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში, ახლა კი მწვრთნელი ენდო და ჩვენიანმაც გაამართლა.

ქართველ მცველს ანალიტიკურმა საიტებმა მაღალი შეფასებები დაუწერეს, ერთ-ერთმა კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელა.

გოჩოლეიშვილს Whoscored-მა 7.4 ქულა დაუწერა. უფრო მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ იაროსლავ რაკიცკისა და გოლის ავტორს, დანილო სიკანს ჰქონდათ (7,5). ყველაზე დაბალი ქულა გოჩოლეიშვილმა Sofascore-ისგან მიიღო – 7.0.

ჩვენიანს საუკეთესო შეფასება Flashscore-მა დაუწერა – 7.9 ქულა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა და გოჩოლეიშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველმა ბარსელონა დაამარცხა: ორი გუნდი უკვე გავიდა – ჩემპიონთა ლიგა

ვინც დავალებებს უმკლავდება… ამიტომაც თამაშობს კვარაცხელია