in

ხვიჩა ითამაშებს, გოჩო და აზაროვი პორტოში ჩავიდნენ

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური იწყება. ორ „ქართულ“ გუნდს აქვს პლეი ოფში გასვლის შანსი (პლუის ხოჭოლავას „კოპენჰაგენს“).

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ უფრო მარტივი ამოცანა აქვს – „შინ „ბრაგასთან“ 1-ბურთიანი წაგებაც კი აწყობს, ხოლო გოჩოლეიშვილ-აზაროვის „შახტარს“ სტუმრად „პორტოს“ დამარცხება სჭირდება.

ხვიჩას ჯამრთელობის მცირე პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ალბათ ითამაშებს. ამ ინფორმაციას იტალიური corrieredellosport ადასტურებს.

„შეშფოთება გაქრა. ხვიჩა კვარაცხელიამ „ბრაგასთან” მატჩამდე გუნდთან ერთად დღეს დილით სრული დატვირთვით ივარჯიშა. ქართველმა გარემარბმა კვირას გრიპის გამო ვერ მიიღო საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს, ჯგუფს შეუერთდა.
კვარაცხელიას რთულ პერიოდი დაუდგა, რაც „იუვენტუსთან“ მატჩში გაფუჭებული მომენტით კიდევ უფრო დამძიმდა. მას ერთ წელზე მეტია, ჩემპიონთა ლიგაზე არ გაუტანია. ბოლო გოლი 2022 წლის 12 ოქტომბერს ნეაპოლში „აიაქსის” წინააღმდეგ გაიტანა. მას ამ უგოლო სერიის შეწყვეტა სურს“, – წერს იტალიური გამოცემა.

Sky Sport-ის ცნობით, ვალტერ მაძარი იმავე სასტარტო შემადგენლობას დააყენებს, რომელმაც “იუვენტუსთან” თამაში დაიწყო.
ნაპოლი (სასტარტო): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ნატანი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “შახტარი” “პორტოსთან” სათამაშოდ პორტუგალიაში ჩავიდა. დონეცკური გუნდის მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა 28 ფეხბურთელი წაიყვანა, რომელთა შორის ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი არიან.
“პორტოს” და “შახტარს” 9-9 ქულა აქვთ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მეორე პოზიციაზე “პორტოა”. პლეი-ოფში გასასვლელად დონბასურ კლუბს გამარჯვება სჭირდება, რაც ძალიან რთული მისაღწევი იქნება, თუმცა გუნდის ფეხბურთელები ოპტიმისტურად არიან განწყობილი.

თუ “შახტარმა” ვერ მოიგო, ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შოთა თურქეთში ბრუნდება: ქარაგიუმრუქის მწვრთნელი ხდება

პრეზიდენტმა მსაჯი სცემა: მუშტით თვალი დაუზიანა და მერე წაქცეულს წიხლები ურტყა