in

შოთა თურქეთში ბრუნდება: ქარაგიუმრუქის მწვრთნელი ხდება

შოთა არველაძე თურქული „ქარაგიუმრუქის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ეს ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა. 50 წლის ქართველმა ამ პოსტზე ალფარსლან ენდემი შეცვალა, რომელიც გუნდს მაისიდან ხელმძღვანელობდა.

არველაძესა და კლუბს შორის პრინციპული შეთანხმება მიღწეულია და მხარეების თანამშრომლობის დოკუმენტს სამშაბათს გააფორმებენ.

ამ დროისთვის თურქეთის სუპერლიგაში 15 ტურია ჩატარებული. „ქარაგიუმრუქი“ 17 ქულით მე-11 ადგილი უკავია.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ სამწვრთნელო კარიერა ლუი ვან გაალთან ნიდერლანდურ „ალკმაარში“ (2008–2010) ასისტენტის რანგში დაიწყო, შემდეგ კი დამოუკიდებლად წვრთნიდა თურქულ „კაისერს“ (2010–2012), „კასიმპაშას“ (2012–2015), „ტრაბზონს“ (2015). 2016–2017 წლებში თელ-ავივის „მაკაბიში“ საქმიანობდა, 2017–2020-ში – ტაშკენტის „პახტაკორში“, ხოლო 2022 წელს „ჰალ სიტის“ ავარჯიშებდა.

“ქარაგიუმრუქის” შემადგენლობაში რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს: ალჟირელი სოფიან ფეგული, იტალიელიები – კევინ ლაზანია, ფედერიკო ჯაკერინი, სტეფანო სტურარო, ფრანგი ვალენტინ ეისერიკი, უზბეკი ოტაბეკ შუქუროვი…

არველაძის დებიუტი 16 დეკემბერს შედგება, “ქარაგიუმრუქი” ახალი მთავარი მწვრთნელის ყოფილ კლუბს, “ქაისერისფორს” შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი სამ ინგლისურ გრანდს სურს

ხვიჩა ითამაშებს, გოჩო და აზაროვი პორტოში ჩავიდნენ