in

ყველა მეკარე, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე გაუტანია – ერთხელ დინამოსაც გაუტანეს

„ლაციოს“ მეკარე ივან პროვედელი ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგის მთავარი გმირია: „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში მან ანგარიში ზედ საფინალო სასტვენის წინ გაათანაბრა, მეხუთე წამატებულზე.

პროვედელი მე-13 მეკარეა, რომელსაც ევროთასებზე გაუტანია, მაგრამ მარტო ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ტურნირი რომ ავიღოთ – მეოთხე.

ჰანს-იორგ ბუტი – „ჰამბურგი“, „ბაიერი“ და „ბაიერნი“ vs „იუვენტუსი“. დიახ, სამჯერ!

ალბათ, „იუვეს“ ყველაზე არასასურველი მეკარე. ბუტმა ჩემპიონთა ლიგაზე სამი გოლი გაიტანა და სამივე „იუვენტუსის“ კარში. ეს სამი სხვადასხვა გუნდის რიგებში გააკეთა.
სამივე გოლი პენალტით გაიტანა.

ვინსენტ ენიემა – „ჰაპოელი“ vs „ტეპლიცე“, „ზალცბურგი“ და „ლიონი“

მეკარემ სახელი „ლილში“ გაითქვა, თუმცა გოლები თელ-ავივის „ჰაპოელში“ გაჰქონდა.

ენიემამ ერთი გოლი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გაიტანა – 2010/11 წლების სეზონში „ლიონთან“. კიდევ ერთი ოდნავ ადრე – პლეი-ოფში „ზალცბურგთან“, ერთი წლით ადრე კი ჩეხურ „ტეპლიცესთან“ ევროპა ლიგის კვალიფიკაციაზე.
ასევე ყველა პენალტით.

სინან ბოლატი – „სტანდარდი“ vs „ალკმაარი“. თამაშიდან!

ეს მატჩი (2009/10 წ) მესამე ადგილის ბედს და ევროპა ლიგაზე გადასვლას წყვეტდა. „ალკმაარი“ 1:0-ს იგებდა, მაგრამ „სტანდარდის“ ბოლო სტანდარდზე მეკარე ბოლატი ჩავიდა და მაღალ კუთხეში გაიტანა, რითაც თავის გუნდს ევროსეზონი გაუხანგრძლივა.


დიმიტრ ივანკოვი – „ლევსკი“ vs „დუდელანჟი“ (ორჯერ), „ჰაიდუკი“ და „ბრონდბიუ“

ბულგარელ მეკარეს საკვალიფიკაცო ეტაპებზე გაჰქონდა, მაგრამ ბევრჯერ (4 გოლი სამ წელიწადში) და ამიტომ ისიც ღირსია ამ ისტორიაში რომ მოვიხსენიოთ.


აი კიდევ მეკარეები ევროთასებზე გატანილი გოლებით:

● ელოი კასალსი, „სანტა კოლომა“ – „ბანანცთან“, 2014/15.

● ანდრეს პალოპი, „სევილია“ – „შახტანრთან“, 2006/07.

● პეტერ შმეხიხელი, „მანჩესტერი“ – „როტორთან“, 1995/96.

● იური ჟევნოვი, ბატე – თბილისის „დინამოსთან“, 2004/05.

● მარკო ამელია, „ლივორნო“ – „პარტიზანთან“, 2006/07.

● ჟილბერ ბოდარი, „სტანდარდი“ – „რიეკთან“, 1986/87.

● სტიპე პლეტიკოშა, „ჰაიდუკი“ – „გეთესთან“, 2002/03.

● მატიას ასპერი, „მიოლბე“ – „ჰეკენთან“, 2010.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

როგორ მოვხდეთ ოლიმპიადაზე: რა გზა ელოდება საქართველოს პარიზამდე

ჩემპიონთა ლიგის კლუბებმა ზაფხულში 3 მილიარდზე მეტი დახარჯეს ტრანსფერებზე: ბარსა ბოლოა