გიორგი ლორია კვიპროსის „ანორთოსისიდან“ მოდის. ვეტერანმა მეკარემ ამის შესახებ სოციალიურ ქსელში დაწერა და ისიც აღნიშნა, რომ კარიერის დასრულება სწორედ ამ კლუბში სურდა.
ლორიამ „ანორთოსისში“ 4 სეზონი გაატარა და არა მარტო პირველი მეკარე იყო, არამედ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც. ბოლოს კაპიტანიც იყო.
კონტრაქტი ძალაში კიდევ ერთი წელი იყო, მაგრამ მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის მისაღები პირობებით გაწყვეტაზე.
გიორგი 9 წლის შემდეგ სამშობლოში ბრუნდება და კვლავ თბილისის „დინამოში“ ითამაშებს. თუ გახსოვთ, ლორია ევროპაში სწორედ „დინამოდან“ წავიდა, ბერძნულ ოფი-ში. ეს 2014 წელს მოხდა.
საქართველოს ნაკრების მეკარე მალე 38 წლის გახდება.
GIPHY App Key not set. Please check settings