in ,

ლორია ფორმაში შედის: ის ბრწყინვალე იყო

სანაკრებო პაუზამდე კვიპროსში ქართული დუელი ვიხილეთ. ფამაგუსტას “ანორთოსისმა” “აპოელი” 2:1 დაამარცხა. ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების და ფამაგუსტას “ანორთოსისის” მეკარე გიორგი ლორიამ, რომელმაც რამდენიმე ურთულესი ბურთი აიღო. მათ შორის, ერთ ეპიზოდში გიორგი ქვილითაიას არ გაატანინა. ლორიას კარგ თამაშს კვიპროსული მედია გამოეხმაურა.

„აპოელთან“ მატჩის დაწყებამდე, ბევრი ფიქრობდა, რომ “გენტის” წინააღმდეგ გამოტოვებული მატჩის შემდეგ, ლორია კვლავ დარჩებოდა სათადარიგოთა სკამზე,

თუმცა ქართველმა მეკარემ დაიკავა ადგილი სასტარტო შემადგენლობაში და გახდა ერთ -ერთი მიზეზი, რის გამოც ფამაგუსტას გუნდმა მოახერხა „აპოელის“ დამარცხება. მისი ორი სეივი იყო უმაღლესი კლასის, ერთი მან თავის თანამემალეს აუღო, როდესაც ქვილითაიას ძლიერი დარტყმა მოიგერია, ხოლო მეორე კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო, როდესაც საქართველოს ნაკრების მეკარემ მართლაც ფანტასტიური ბურთი აიღო მატჩის ბოლოს.

როგორც ჩანს, მეკარის პოზიციაზე კონკურენცია უმჯობესდება, ლორია ისევ შედის ფორმაში”, – წერენ მედიაში.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გენტმა სარჩელი შეიტანა: კლუბი ჩაკვესთვის დისკვალიფიკაციის მოხსნას ითხოვს

რონალდო პრემიერლიგაში სექტემბრის ფეხბურთელია