in ,

გენტმა სარჩელი შეიტანა: კლუბი ჩაკვესთვის დისკვალიფიკაციის მოხსნას ითხოვს

გიორგი ჩაკვეტაძის “გენტმა” აპელაცია შეიტანა ბელგიის ფეხბურთის ასოციაციაში და ქართველი ფეხბურთელისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნას ითხოვს. ამასთან, ამ საკითხის განხილვა დღის ბოლომდე უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე “ანტვერპენთან” მატჩის 33-ე წუთზე უხეშობისთვის გააძევეს, რაც ბევრმა თავიდანვე არასამართლიანად მიიჩნია, კიდევ უფრო მოულოდნელი კი ის იყო, რომ გიორგის იუპილერ ლიგაში 2-მატჩიანი სასჯელი გამოუტანეს.

ვიდეო, ფოტო: 2 მატჩი და 2 ათასი ევრო – როგორ დასჯიან ჩაკვეტაძეს

“ნათლად გამოჩნდა, რომ ჩაკვეტაძეს განზრახ არ უუხეშია და მეტოქეს მაშინვე მოუბოდიშა. ამასთან, ის უდისციპლინო თამაშით არ გამოირჩევა და წითელი ბარათიც პირველად მიიღო. ამდენად, სრული საფუძველი გვაქვს, გადაწყვეტილების გადასინჯვა მოვითხოვოთ”, – ნათქვამია “გენტის” განცხადებაში, რომელიც ქართველი ფეხბურთელისთვის დისკვალიფიკაციის სრულად მოხსნას ითხოვს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სეზონის საუკეთესოები CIES-ის მიხედვით – სიაში ქართველებიც არიან

ლორია ფორმაში შედის: ის ბრწყინვალე იყო