in

სეზონის საუკეთესოები CIES-ის მიხედვით – სიაში ქართველებიც არიან

CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშეთა მიმდინარე სია გამოაქვეყნა InStat-ზე დაყრდნობით. სიაში 5 000-ზე მეტი ფეხბურთელია. ევროპის კონტინენტზე CIES-მა 30 მოწინავე ჩემპიონატის მონაცემები შეისწავლა. ამ სიაში მოსახვედრად ფეხბურთელს ახალ სეზონში, სულ მცირე, 450 წუთი უნდა ჰქონდეს ნათამაშები. სამწუხაროდ, ეროვნული ლიგა CIES-ის სიაში ვერ მოხვდა.

მიმდინარე სეზონში InStat-ის მიხედვით, საუკეთესო ფეხბურთელი ლივერპულის ეგვიპტელი სუპერვარსკვლავი მოჰამედ სალაჰია – 401 ქულა. მას ძალიან მცირედით ჩამორჩება დორტმუნდის ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰაალანდი. მოულოდნელად, მესამე ადგილზე მანჩესტერ სიტის ესპანელი ლეგიონერი როდრი ერნანდესია – 390. როდრიმ 10 ქულით აჯობა ბაიერნის პოლონელ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის.

სალაჰმა ამ სეზონში პრემიერლიგაში 7 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 2 მატჩში – 3 გოლი გაიტანა. ჰაალანდმა ბუნდესლიგაში 7 თამაშში 4 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა, 1 გოლი ლიგაზე გაიტანა, 3 კი გერმანიის თასზე.

ათეულში (სულ 11 ფეხბურთელი) 8 ინგლისური კლუბებიდანაა, 2 გერმანული და 1 ნიდერლანდური.

ძალიან დაბალი შეფასება აქვს ლიონელ მესის (პსჟ), ხოლო კრიშტიანო რონალდო სიაში საერთოდ არ არის, რადგან პორტუგალიელს პრემიერლიგაში ჯერ 450 წუთი არ უთამაშია.

ქართველები CIES-ის სიაში

CIES-ის საუკეთესოთა სიაში ქართველი ლეგიონერებიც არიან. 283 ქულა აქვს ოთარ კიტეიშვილს. სანამ მძიმე ტრავმას მიიღებდა, გრაცის შტურმის ნახევარმცველს ავსტრიის ბუნდესლიგაში 8 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე პასი ჰქონდა, 1 გოლი მან ავსტრიის თასზე გაიტანა. ოთარი ობსერვატორიის სიაში 413-ე პოზიციაზეა.

ხუთასეულში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელია – დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი) – 280 ქულით ის 481-ე პოზიციაზეა.

ხვიჩა კვარაცხელიას (რუბინი) 274 ქულა აქვს, რუბინის შემტევს რუსეთის პრემიერ-ლიგაში 1 გოლი და 1 ასისტი აქვს. კვარაცხელია სიაში 620-ე პოზიციაზეა. გიორგი მამარდაშვილს (ვალენსია) 259 ქულა აქვს – 1249-ე ადგილი. მართალია, ამ სეზონში კარგად თამაშობენ საბა ლობჟანიძე და გიორგი მიქაუტაძე, მაგრამ მათ საკმარისი დრო არ აქვთ მოედანზე გატარებული, რომ სიაში მოხვდნენ.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები. TOP 10. CIES

ქართველები სიაში

  1. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 401
  2. ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი) – 400
  3. როდრი ერნანდესი (მანჩესტერ სიტი) – 390
  4. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 380
  5. ჟოაო კანსელო (მანჩესტერ სიტი) – 378
  6. ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი) – 374
  7. მარკოს ალონსო (ჩელსი) – 372
  8. ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი (ლივერპული) – 370
  9. ემერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი) – 368
  10. ანდრეას კრისტენსენი (ჩელსი) – 362
    … ლისანდრო მარტინესი (აიაქსი) – 362
  1. ოთარ კიტეიშვილი (შტურმი) – 283
  2. დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენია) – 280
  3. ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი) – 274
  4. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) – 259
  5. ზურიკო დავითაშვილი (არსენალი ტ.) – 243
  6. გურამ კაშია (სლოვანი) – 238
  7. ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგერი) – 233
  8. გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი) – 231
  9. ლევან არველაძე (დესნა) – 222

    popsport.com

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არის თუ არა ინდიანა მისი განვითარებისთვის საუკეთესო ვარიანტი?.. – მედია გოგაზე წერს

გენტმა სარჩელი შეიტანა: კლუბი ჩაკვესთვის დისკვალიფიკაციის მოხსნას ითხოვს