in ,

ჩაკვეტაძეს სომეხი შემცვლელი გამოუჩნდა: გენტი გიორგის გაყიდვას გეგმავს

“გენტი” გიორგი ჩაკვეტაძის შემცვლელს ეძებს. რუსული “მატჩ ტვ” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბელგიური კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ქართველს გაუშვებს და მის ნაცვლად “ბუფალო” სომეხი არტურ გალოიანის ყიდვას შეეცდება.

როგორც წყაროს მერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, სომხური წარმოშობის 22 წლის გალოიანი, რომელიც ამჟამად რუსეთის პირველი ლიგის კლუბ “ველესში” გამოდის, ბელგუაში გადაბრგებასთან ახლოსაა. ჩაკვეტაძეს კი, სხვადასხვა ევროპული კლუბებიდან აქვს შეთავაზებები.

გიორგი ჩაკვეტაძე “გენტში” 2017 წელს თბილისი “დინამოდან” გადავიდა. მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძემ “გენტის” რიგებში მხოლოდ 15 შეხვედრა ჩაატარა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თოკო საუკეთესო იყო, მაგრამ ცსკა მაინც დამარცხდა

ევროპა და ამერიკა ფინალისიმას ითამაშებენ