in

ევროპა და ამერიკა ფინალისიმას ითამაშებენ

უეფამ და სამრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ 2028 წლამდე მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის ერთ-ერთი პუნქტია ევრო 2020-სა და კოპა ამერიკის გამარჯვებულებს შორის მატჩის ჩატარება. ამ თამაშმა სახელად „ფინალისიმა“ მიიღო. მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი იტალიამ მოიგო, ხოლო სამხრეთ ამერიკის – არგეტინამ.

ან ორი გიგანტის შეხვედრა 1 ივნისს ლონდონში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 1985 და 1993 წლებში ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონმა არტემიო ფრანკის თასი გაითამაშეს. 1985-ში საფრანგეთმა 2:0 დაამარცხა ურუგვაი, ხოლო 1993 წელს არგენტინამ დანიას პენალტებით მოუგო – 1:1, 5:4.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძეს სომეხი შემცვლელი გამოუჩნდა: გენტი გიორგის გაყიდვას გეგმავს

ეს ბაიერნის რეკორდია, ეს ბორუსიას რეკორდია: გოლეადორები ვერ ისვენებენ – XVI ტური