in ,

ანორთოსისმა ლორიას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ფამაგუსტას “ანორთოსისმა” საქართველოს ნაკრების მეკარეს გიორგი ლორიას კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ახალი კონტრაქტის თანახმად, გიორგი ლორია კვიპროსულ კლუბში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება. ინფორმაციას ფამაგუსტური კლუბი ავრცელებს.

36 წლის ქართველი მეკარე “ანორთოსისის” ღირსებას 2019 წლის ზაფხულიდან იცავს. მან შარშან კვიპროსის თასიც მოიგო.

მიმდინარე სეზონში თემურ ქეცბაიას “ანორთოსისი” კვიპროსის ჩემპიონატში 39 ქულით მე-5 ადგილზეა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შავი ლომი სამხრეთ აფრიკაში მიდის – პირველი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა ცნობილია

ვინისიუსი, ტორესი, ფელიქსი და მამარდაშვილი – ქართველი მეკარე ისევ გამოარჩიეს