in ,

ჩხუბი, გაძევებები და ანორთოსისი თასის ნახევარფინალშია

კვიპროსის თასის განმეორებით 1/4 ფინალურ შეხვედრაში ფამაგუსტას “ანორთოსისისი” “აპოელს” დაუპირისპირდა 1:0 დაამარცხა, პირველი მატჩი 1:2 ჰქონდა წაგებული, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლის წესის თანახმად მომდევნო ეტაპზე ფამაგუსტელები გავიდნენ. კვიპროსში სტუმრად გატანილი გოლის წესი ჯერ კიდევ მოქმედებს.

“ანორთოსისის” შემადგენლობაში გიორგი ლორია სათადარიგო იყო. “აპოელში” გიორგი ქვილითაიას და ბუბა დაუშვილს ტრავმა აქვთ, თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა.

მატჩი ყველანაირად დაძაბული გამოდგა. “აპოელმა” შეხვედრა 7 ფეხბურთელით დაასრულა. დაძაბულობა არც მატჩის დასრულების შემდეგ გამქრალა და ფეხბურთელებმა გუნდი-გუნდზე იჩხუბეს.

საბოლოოდ 1:0 და “ანორთოსისი” ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს. შეგახსენებთ, თემურ ქეცბაიას “ანორთოსისი” კვიპროსის თასის მოქმედი გამარჯვებულია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინის 17 ქულა 9 მოხსნა: ტენერიფე სერიაში დაწინაურდა

ვიდეო: პაპავას ულამაზესი ჯარიმა – დინამომ დილას მოუგო, ტორპედომ ხასიათი გამოიკეთა