in ,

ქვილითაიამ ქეცბაია დაამწუხრა: ქართველმა ფორვარდმა ისევ გაიტანა და აპოელს მოაგებინა

კვიპროსის თასის 1/4 ფინალურ შეხვედრაში ქართველების დუელი ვიხილეთ. ნიქოზიის “აპოელი”, რომლის ღირსებასაც გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი იცავენ, თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას “ანორთოსისს” დაუპირისპირდა, რომლის რიგებშიც გიორგი ლორია გამოდის. “აპოელის” სამივე ქართველი ფეხბურთელი წინა სეზონში ფამაგუსტური კლუბის ღირსებას იცავდა და შარშან მათ კვიპროსის თასის მოგებაც მოახერხეს.

შეხვედრა “აპოელის” გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გიორგი ქვილითაია გუნდს კაპიტნის სამკლაურით გაუძღვა და 52-ე წუთზე გაიტანა კიდეც. ქვილითაიამ თასზე ზედიზედ მესამე შეხვედრაში შეძლო გატანა. ქვილითაია 66-ე წუთზე შეცვალეს. თორნიკე ოქრიაშვილმა მოედანზე 77 წუთი დაჰყო. მურთაზ დაუშვილი კი განაცხადში არ ყოფილა.

“ანორთოსისის” რიგებში გიორგი ლორია სათადარიგო იყო.

გიორგი ქვილითაია წლევანდელ სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურება. მას წელს 22 მატჩში 13 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს.

1/4 ფინალის განმეორებითი შეხვედრა 6 აპრილს გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დინამომ სიონს მოუგო: გაგრამ ლოკომოტივი დაჯაბნა -კახეთში თოვლმა თამაში გადადო

ქართველები რუსეთს ტოვებენ: ხვიჩა, შენ რას ელოდები?