in ,

ოქრიაშვილს სიცხე ჰქონდა და მოედანი დატოვა: ბერიძემ უნგრეთში გაიტანა

კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში ნიქოზიის “აპოელმა”, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი თამაშობენ, ნიქოზიის “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

მასპინძელთა რიგებში სამივე ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ მატჩის 36-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა შეცვლა მოითხოვა. როგორც, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩისშემდგომ აღნიშნა, ოქრიაშვილს ტრავმა არ უწუხებს, უბრალოდ, მან შეუძლოდ იგრძნო თავი. მწვრთნელის თქმით, ქართველ ფეხბურთელს სიცხეც დაუფიქსირდა და ის კორონავირუსზე ტესტს გაიკეთებს.

მურთაზ დაუშვილმა და გიორგი ქვილითაიამ კი, მატჩი სრულად ჩაატარეს.

“აპოელს” ჩემპიონატში მძიმე სტარტი აქვს. ნიქოზიელებმა ორიდან ორივე შეხვედრა წააგეს.

უნგრეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში გიორგი ბერიძის “უიპეშტმა” შინ “ზალაეგერსეგის” უმასპინძლა და 2:2 ეთამაშა. თავიდან ქართველი ლეგიონერის გოლით იგებდა. მე-13 წუთზე გიორგიმ ცენტრფორვარდის პოზიციაზე მიიღო პასი და დიდებულად დაარტყა სტუმართა კარში.

ყველაფერი 70-ე წუთზე შეიცვალა, როცა მასპინძლებს სერბი ბრანკო პაულევიჩი გაუძევეს, სამ წუთში ბერიძეც შეცვალეს. “უიპეშტმა “გამარჯვება ვეღარ შეინარჩუნა და 10 კაცით ქულას დასჯერდა.

ბერიძის გუნდს ძალიან ცუდი სტარტი აქვს – 6 თამაშიდან მხოლოდ 3 ქულით ბოლოსწინა, მე-11 პოზიციაზეა. გიორგიმ პირველ ტურში “პუშკაშ აკადემიასთან” მატჩში ტრავმა მიიღო და მას მერე არ უთამაშია. თვე-ნახევრის შემდეგ 24 წლის ლეგიონერმა შეძლო გოლით დაბრუნება. ამ სეზონში მან უკვე მოასწრო ევროთასებზე 1 გოლის და 1 საგოლე პასის შესრულება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თბილისის დინამოს სპორტულ მიმართულებას ალექსანდრე რეხვიაშვილი უხელმძღვანელებს

გიორგი ბეჟანიშვილმა დენვერთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა