in ,

ქართველები რუსეთს ტოვებენ: ხვიჩა, შენ რას ელოდები?

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს შანსი, რაც უკრაინასა და რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებსა და მწვრთნელებს ამ ქვეყნების კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტის საშუალებას აძლევს, ქართველმა ფეხბურთელებმა უკვე გამოიყენეს.

ლუკა გაგნიძემ და ლუკა წულუკიძემ ეკატერინბურგის “ურალი” დატოვეს.

“ლუკა გაგნიძემ და ლუკა წულუკიძემ “ურალი” დატოვეს. ეს ის ნაბიჯია, რომელიც უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა გადაგვედგა. სოლიდარობა უკრაინელ ხალხს. ჯერჯერობით, კონკრეტულ ქვეყანას ვერ დავასახელებ, მაგრამ ორივე ფეხბურთელი მინიმუმ ზაფხულამდე კარიერას ევროპულ კლუბში გააგრძელებენ”, – თქვა გაგნიძისა და წულუკიძის აგენტმა ირაკლი ლილუაშვილმა.

ჩვენი ინფორმაციით, რუსეთი ასევე დატოვეს ბექა ქავთარაძემ და ილია ბერიაშვილმა, რომლებიც ვოლგოგრადის “როტორის” ღირსებას იცავდნენ.

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჯერჯერობით სიახლე არაფერია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქვილითაიამ ქეცბაია დაამწუხრა: ქართველმა ფორვარდმა ისევ გაიტანა და აპოელს მოაგებინა

მე შენ მოგკლავ: საღამო დასრულებულია, პსჟ მოისროლეს – რეალის გიჟური სიხარული