in ,

მე შენ მოგკლავ: საღამო დასრულებულია, პსჟ მოისროლეს – რეალის გიჟური სიხარული

ჩემპიონთა ლიგის ყველაზე საინტერესო წყვილის დაპირისპირებამ გაამართლა. მადრიდის „რეალმა“ თითქოს უიმედო თამაში სასწაულად მოუტრიალა პსჟ-ს და ¼ ფინალშიც გავიდა. 3 გოლი გაიტანა ბენზემამ და თითქოს ის არის გმირი, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ლუკა მოდრიჩი, რომლის საუცხოო თამაშმა (უფრო მეორე ნახევარში) განაპირობა კიდეც მადრიდელების წარმატება. ასევე არ უნდა დავუკარგოთ „დამსახურება“ თავად ფრანგული კლუბის ფეხბურთელებს: რომ არა მათი გაუგონარი შეცდომები, პსჟ მშვიდად მიიყვანდა მატჩს გამარჯვებამდე. დონარუმას შეცდომას რომ თავი დავანებოთ, მერე რაც სტუმრებმა დაცვაში ჩაიდინეს, მართლაც უპატიებელია და აკი არც აპატიეს. ასე დიდ გამარჯვებამდე საქმე არასოდეს მივა. „რეალმა“ კი იცის ამ ტურნირზე თამაში და რა გინდა რომ ქნა.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩი

ბენზემა ნაკრებსა და კლუბებში გატანილი გოლებით 1-ელ ადგილს იყოფს ფრანგებს შორის – 411. ის ანრის დაეწია.

34 წლის ბენზემა ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ასაკოვანი ჰეთ-თრიკის ავტორია. მან ჟირუს გადაასწრო.

ბენზემა „რეალის“ ბომბარდირთა შორის მე-3 ადგილზე გავიდა ყველა ტურნირზე და მე-2-ზე ჩემპიონთა ლიგაზე.

ბენზემა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველია, რომელიც 18 კალენდარული წლის განმავლობაში იტანს.

ბენზემამ 3 გოლი 18 წუთში გაიტანა. ეს მისი პირველი ჰეთ-თრიკია ჩემპიონთა ლიგაზე 2015 წლის შემდეგ.

ბენზემა პირველ გოლზე: „ეს არ ყოფილა დონარუმას შეცდომა, ჩვენი პრესინგის გამოა. ნებისმიერს მოვუგებთ, როდესაც პრესინგს ვთამაშობთ“.

ბენზემა „რეალის“ სასტარტოში 500-ედ გავიდა. ჩემპიონთა ლიგაზე 141 თამაშით მან ფრანგებს შორის რეკორდი დაამყარა, ტიერი ანრის გაუსწრო.

„რეალმა“ ზედიზედ 4 მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 11:2.

ანჩელოტი: „რეალი“ ბედნიერია, ძლიან რთული მატჩი მოიგო. ვცდიობდით მაღალ პრესინგს, ასე მოვიდა პირველი გოლი“.

პოჩეტინომ პსჟ-ში მატჩენის 16.7% წააგო. ყატარელების ხელში ამაზე უარესი შედეგი მარტო კომბუარეს ჰქონდა.

„ბენზემას ჯარიმა დონარუმაზე აშკარაა. დაუჯერებელია, რომ VAR-მა არ ნახა. არ შეიძლება ასეთი რამ 2022 წელს ხდებოდეს“, – პოჩეტინო.

მესიმ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პირველად ვერ გაიტანა ბოლო 15 წელიწადში.

მესი პსჟ-ს ერთადერთი თავდამსხმელია, რომელზეც „რეალი“ არ დაჯარიმებულა.

მესის ერთხელაც არ დაურტყამს „რეალის“ კარში. მას 2 არაზუსტი და 1 დაბლოკილი დარტყმა აქვს.

მესი ზედიზედ 7 წელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გადის. მეორე წელია 1/8 ფინალიდან ვარდება.

მესი „რეალს“ ვერ უტანს 2018 წლის შემდეგ. უგოლო სერია 9 მატჩია.

მბაპე ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლებით ფრანგებს შორის მე-3 ადგილზე გადავიდა. ანრიმდე 18 გოლია, ბენზემამდე – 43.

მბაპემ 157-ე გოლი გაიტანა პსჟ-ში და გადაასწრო ზლატანს, ის მე-2 ადგილზეა კლუბის ბომბარდირებს შორის. უფრო მეტი მარტო კავანის აქვს.

მბაპემ ჩემპიონთა ლიგის 53 მატჩში 564 გოლში მიიღო მონაწილეობა.

ლეონარდო: „შესვენებაზე პსჟ დარწმუნებული იყო, რომ გავიდოდა და ლიგას მოიგებდა“.

ალ-ხელაიფი და ლეონარდო აგრესიულად მოქმედებდნენ, ცდილობდნენ მსაჯების ოთახში შესვლას, გადაკეტეს კარი – მატჩის არბიტრამ უეფაში რაპორტი დაწერა.
პსჟ-ს პრეზიდენტი „რეალის“ დელეგატს უყვიროდა „მე შენ მოგლკლავ“, ის დაცვამ შეაკავა.

This image has an empty alt attribute; its file name is HE26499Thumb7-1024x696.jpg

რეალი – პსჟ 3:1
პირველი მატჩი 0:1

გოლები: 0:1 მბაპე (39), 1:1 ბენზემა (61), 2:1 ბენზემა (76), 3:1 ბენზემა (78)

რეალი: კურტუა – დანიელ კარვახალი (66. ლუკას ვასკესი), ედერ მილიტაო, ალაბა, ნაჩო ფერნანდესი – მოდრიჩი, კროოსი (57. კამავინგა), ვალვერდე – მარკო ასენსიო (57. როდრიგო), ბენზემა, ვინისიუსი.

პსჟ: დონარუმა – ჰაკიმი (88. დრაქსლერი), მარკინიოსი, კიმპემბე, ნუნუ მენდეში – დანილო (81. დი მარიო), ვერატი, პარედესი (71. გუეიე), – მბაპე, მესი, ნეიმარი.

This image has an empty alt attribute; its file name is PCA6179Thumb7-1024x642.jpg

პირველ შეხვედრაში 5:0 მოგების შემდეგ, მატჩს არანაირი ინტრიგა არ ჰქონია და ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რაც მოხდა. მით უმეტეს, რომ პარალელურად მადრიდში ისეთი თამაში იყო.

გვარდიოლა: „მეტოქე უფრო მარტივი არ ხდება. ვსწავლობ მომენტით დატკბობას“.

„სპორტინგის“ მწვრთნელი: „სასიამოვნოა არ წააგო ძლიერ მეტოქესთან სტუმრად“.

სიტი – სპორტინგი 0:0
პირველი მატჩი 5:0

სიტი: ედერსონი (73. კარსონი) – ეგან-რაილი, სტოუნზი, ლაპორტი (84. მბეტე), ზინჩენკო – გიუნდოგანი, ფერნანდინიო, ბერნარდო სილვა (46. მაჰრეზი) – ფოდენი (46. მაკიტი), გაბრიელ ჟეზუში, სტერლინგი.

სპორტინგი: ადანი – ინასიო, კოატესი, ნეტო (89. ფედალი) – პორო (78. ესაგიო), უგარტე, ტაბატა, რეისი – სარაბია (58. ედვარდსი), პაულინიო (78. სანტოსი), სლიმანი (89. რიბეირო).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველები რუსეთს ტოვებენ: ხვიჩა, შენ რას ელოდები?

განვითარების არარსებული პერსპექტივა: ანუ რას მოგვცემს ქარი ქაფი?