in ,

განვითარების არარსებული პერსპექტივა: ანუ რას მოგვცემს ქარი ქაფი?

პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი” აფრიკული “ქარი ქაფის” პირველ დივიზიონში (რანგით მეორე) იასპარეზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების მორაგბეებს დაპირისპირება კენიურ, ზიმბაბვურ და არც თუ ძლიერ აფრიკულ გუნდებთან მოუწევთ. ამ ყველაფერს თან ისიც ახლავს, რომ ქართულ გუნდს აღნიშნული ტურნირის უმაღლეს ლიგაში დაწინაურების შანსი, შედეგების მიუხედავად არ ექნება.

ფრენჩაიზის შექმნის იდეა სარაგბო დონის განვითარებას ემსახურება, რისი მაგალითებიც არა ერთ ქვეყანას აქვს, მაგალითისთვის იაპონური რაგბის დღევანდელ რეალობამდე მისვლის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი სწორედ ფრენჩაიზი იყო. ფრენჩაიზი, რომელიც დაკომპლექტებული იყო სანაკრებო ბირთვით და ასპარეზობდა მაღალი დონის ჩემპიონატში.

რაგბის კავშირის მოცემულობიდან გამომდინარე, თუ ვერ ხერხდებოდა სანაკრებო ძირითადი ბირთვის შეკრება და ძლიერი ტურნირის დაორგანიზება, რატომ არ მოხდა “დიდი 10”-ის ჩემპიონი გუნდის დაფინანსება და რომელიმე ევროტურნირზე ასპარეზობის უფლების მინიჭება, მაშინ როდესაც მსოფლიო რაგბისგან ევროპული ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენს ქვეყანას 2 ადგილი აქვს.

თუმცა ჩვენს შემთხვევაში მოცემულობა მკვეთრად განსხვავებულია, “შავი ლომის” ნახევარი სანაკრებო ბაზისგან შედგება, ნახევარი ახალგაზრდა “დიდი 10” ის მორაგბეებითა დაკომპლექტებული, ამას თან ახლავს ისიც, რომ გუნდი მონაწილეობას ძალიან დაბალი დონის ტურნირში იღებს. ტურნირში, სადაც ნიდერლანდების, ბელგიის, პორტუგალიის, რუსეთის, ესპანეთის და ისრაელის გუნდები მონაწილეობენ, სანაკრებო დონეზე ყველა მათგანს ჩვენი ნაკრები რამდენიმე საფეხურით აღემატება და წლებია მათ წინააღმდეგ არ დამარცხებულა, მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს ნაკრების მორაგბეები რომლებიც “შავ ლომში” ასპარეზობენ ამ ტურნირისთვის გადაზრდილები არიან.

და თუ “დიდი 10”-ის ჩემპიონის ევროტურნირებზე ასპარეზობა არ ხერხდებოდა, რატომ მოხდა “შავ ლომში” სანაკრებო მორაგბეების მიყვანა, მაშინ, როდესაც 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი 2 წელია არ ჩატარებულა და ქართველი ახალგაზრდა მორაგბეების განვითარების ტემპი მკვეთრად შეჩერებულია.

ასევე, რაგბის კავშირის წარმომადგენლების მხრიდან არის საუბარი, რომ “შავი ლომი” მორაგბეებს, რომლებიც ნაკრებისთვის განიხილებიან მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნებათ. სექტემბრიდან მოყოლებული “შავმა ლომმა” მხოლოდ 5 შეხვედრა ჩაატარა და 6 თვეში 5 მატჩის ჩატარება მორაგბის სრულ სათამაშო კონდინციაში სამყოფად რამდენადაა საკმარისი პასუხი თქვენთვის მოგვიდვია. თან ამ მორაგბეებს “დიდი 10”-ის გუნდებში თამაშის საშუალებაც ძალიან იშვიათად ეძლევათ.

აღსანიშნავია, ისიც, რომ რაგბი ევროპის სუპერთასზე შავი ლომის მონაწილეობა რაგბის კავშირს 6 მილიონი უჯდება და როცა ვსაუბრობთ, რომ ნიდერლანდების, ბელგიის, რუსეთის დონეს ვაღემატებით, ისევ ამათთან სათამაშოდ რატომ ვხარჯავთ ამდენ ფინანსურ რესურსს? ამას ხომ არ სჯობდა “დიდი 10”-ის განვითარებაზე გვეზრუნა?

სამხრეთ აფრიკულ ქარი ქაფზე მონაწილეობისთვის ჩვენმა მორაგბეებმა ორი თვე სამხრეთ აფრიკაში უნდა იცხოვრონ, რაც ასევე ძალიან დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მე შენ მოგკლავ: საღამო დასრულებულია, პსჟ მოისროლეს – რეალის გიჟური სიხარული

რა მიირთვეს რეალისა და პსჟ-ს პრეზიდენტებმა მატჩამდე? მენიუ გამოჩნდა