in

შესანიშნავი ქვეყანა რასისტების ქვეყანა გახდა, მესის და რონალდოს ლიგა რასისტების ლიგა გახდა – ვინისიუსი და რასიზმი

ესპანეთის ჩემპიონატში „ვალენსიასა“ და „რელის“ მატჩს დიდი სკანდალი მოჰყვა. გიორგი მამარდაშვილის დიდებული სეივები მოედანზე მომხდარმა გარჩევებმა გადაფარა. მთავარი გმირი ისევ ვინისიუსი იყო. ბრაზილიელი ფეხბურთელი კვლავ გახდა რასიზმის მსხვერპლი.

ვინისიუსი ჯერ იყო და ტრიბუნაზე ვიღაც კაცზე მიუთითებდა ამან მომაყენა შეურაცხყოფაო. მერე სათამაშო ეპიზოდში იჩხუბა და მსაჯმა VAR-ის გამოყენებით გააგდო. მოედნის ძალით დატოვებისას კი მოუწონებელი ჟესტი აჩვენა. მოკლედ, საკმარისი მიზეზი იყო, რომ ესტვინათ. ვინისიუსმა კი ცრემლები ვერ შეიკავა. ცნობილი ამბავია, რომ ლამის მთელ ესპანეთში ერჩიან და ყველგან ეძახიან ხოლმე რაიმე შეურაცხმყოფელ სიტყვებს.

სხვათა შორის, მსაჯმა ბენგოეჩეამ რასიზმის ეპიზოდი არ შეიტანა მატჩის ოქმში.

„ვალენსიას“ ფანები ვინისიუსს „მაიმუნს“ ეძახდნენ.
ფეხბურთელმა კი მოედნიდან გასვლისას აჩვენა, რომ „ვალენსიას“ სეგუნდაში დაქვეითება ეკუთვნის.

მოკლედ, აი კომენტარები.

ლა ლიგის პრეზიდენტი ტებასი ვინისიუსს: „ჩვენ ვცდილობდით აგვეხსნა, რა შეუძლია ლა ლიგას გააკეთოს რასიზმის შემთხვევაში, მაგრამ შენ არცერთ შეთანხმებულ თარიღზე არ მოხვედი“.

ვინისიუსი ტებასის სიტყვებზე: „ლა ლიგის პრეზიდენტი მე მიტევს იმის ნაცვლად, რომ რასისტები გააკრიტიკოს. მე შენი მეგობარი არ ვარ, ჰეშტეგები ჩემზე არ მოქმედებს“.

„წადი შენი. მსხვერპლი გინდა დაადანაშაულო, იდიოტო?“ – რიო დე ჟანეიროს მერმა ლა ლიგის თავკაც ტებას უპასუხა.

ბრაზილიის პრეზიდენტი: „ვერ დავუშვებთ, რომ სტადიონები ხელში ფაშიზმმა და რასიზმმა ჩაიგდონ. საჭიროა, რომ ფიფამ და ლიგებმა სერიოზული ზომები მიიღონ“.

„ვალენსია“: „მივიღებთ ყველაზე მკაცრ ზომებს. ფეხბურთში შეურაცხყოფის ადგილი არ არის“.

„ჩვენ ვგმობთ რასიზმს, მაგრამ ვინისიუსს შეეძლო ზოგიერთი სიტუაციის თავიდან აცილება. მან ჩაარტყა „ვალენსიას“ ფეხბურთელს და გააძევეს, მერე კი მიუღებელი ჟესტი აჩვება. სამუშაოა საქციელზე“ – „ვალენსიას“ მწვრთნელი ბარახა.

ვინისიუსი: „რასისტების ჯილდო გახდა ჩემი გაძევება. ეს ფეხბურთი არ არის, ეს ლა ლიგაა“.

„ვინისიუსს პირველივე წუთებიდან აყენებდნე შეურაცხყოფას. მას არ სურდა თამაში, მაგრამ მე ვუთხარი, რომ სამართლიანი არ იქნებოდა თუ მსხვერპლი წავიდოდა და არა დამნაშავე.
ვინისიუსმა“ წითელი ბარათი მიიღო VAR-ის მოგონილი აგრესიის გამო. ის უბრალოდ არის ბიჭი, რომელსაც ფეხბურთის თამაში უნდა“ – ანჩელოტი.

„ვინისიუსს თამაში რომ არ გაეგრძელებინა, მეც მასთან ერთად გავიდოდი. ფეხბურთში შეურაცხყოფა უფრო მეტი გახდა, ვიდრე სანახაობა“ – კურტუა.

„ვინისიუსს ესპანეთის არცერთ სტადიონზე არ სცემენ პატივს. ჩვენ მასზე უნდა ვიზრუნოთ“ – სებალიოსი.

ვინისიუსი ესპანეთზე: „შესანიშნავი ერი თანახმაა რასისტული ქვეყნის იერზე. ლიგა, რომელიც ეკუთვნოდა რონალდოს, მესის, რონალდინიოს, ახლა ეკუთვნის რასიზმს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შავი ლომი ჩელენჯ თასზე? მოლაპარაკები იოსებ ტყემალაძემ დაადასტურა

კრიშტიანოს შვილმა ბარსას მაისური ჩაიცვა!