in ,

ვიდეო: შოთას დებიუტი

წარმატებული გამოდგა ქართველი სპეციალისტის შოთა არველაძის მისვლა “ჰალში”. ჩემპიონშიპის ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფმა გუნდმა (მე-18 ადგილი 24 გუნდში) მის სიახლოვეს მყოფი “სუონსი” მიიღო და პირველსავე ტაიმში გატანილი გოლებით 2:0 მოუგო.

სხვათა შორის, “ჰალმა” ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და გასავარდნ ზონას კომფორტულად, 12 ქულით დაშორდა. გუნდს 13 ქულა აშორებს მე-6 ადგილს, საიდანაც შესაძლებელია ბრძოლა პრემიელრიგაში დასაბრუნებლად.

შოთამ მოგებით დაიწყო: ჰალმა სუონსი დაამარცხა

ქომაგები ახალი მწვრთნელს იმედიანად შეხვდნენ და თბილი დახვედრაც მოუწყვეს. სტადიონზე მისული ქართველი ნორჩ ქომაგებს, ბავშვებს მიესალმა და მერე კი ემოციურად უხელმძღვანელმა ახალ გუნდს.

ვიდეო:გამარჯვების შემდეგ ჰალის ქომაგებმა შოთის უმღერეს

https://www.youtube.com/watch?v=keb9k8MEGvc

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შოთას ბრიტანული გოლები

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათები და პიკს მიღწეული დაძაბულობა