in ,

ჰალი თასს გამოეთიშა

გუშინ, ინგლისის ლიგის თასის პირველი ეტაპის მატჩები გაიმართა და ჩემპიონშიფის ბინადარი „ჰალიც“ ჩაერთო საქმეში. არველაძის გუნდის მოწინააღმდეგე კი „ბრედფორდი“ იყო, რომელიც მე-4 ლიგის წევრია და ექსპერტებმა „ჰალი“ აშკარა ფავორიტად შერაცხეს.

ძალიან ცუდი პერფორმანსი ვეფხვების შესრულებით. კიბატონო, პრესკონფერენციაზე შოთამ დაადასტურა, რომ მატჩში სერიოზული როტაცია იქნებოდა და ასეც იყო, თუმცა ხარისხობრივად, გაცილებით მაღალი დონის მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა „ჰალმა“ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა.

„ბრედფორდის“ მთავარი მწვრთნელი მარკ ჰიუზია. სახელოვანი მოთამაშე და მწვრთნელი, რომელსაც „სიტიში“ ; „საუთჰემპტონში“ და სხვა დიდ გუნდებში აქვს ნამუშევარი. ისე, 1994 წელს, როდესაც საქართველომ უელსი 5:0 გაანადგურა, მარკ ჰიუზი სტუმართა მხარეს ძირითადში იყო, არველაძე კი გემახსოვრებათ…

მოკლედ, ოზან ტუფანმა გაისროლა და ხარიხიდან ასხლეტილი ბურთი მეკარემ გაიტანა – ასე დაწინაურდა „ჰალი“, თუმცა მე-40 წუთიდან მოყოლებული მასპინძლებმა ორი კარგი მომენტი შექმენს და კუკმა ორივე გოლად აქცია.

შესვენებიდან არველაძის გუნდი სამი ცვლილებით გამოვიდა, თუმვა მეორე ტაიმში ვეფხვებმა კიდევ უფრო მძიმე შთაბეჭდილება დატოვეს. უამრავი წუნი პასებში, გაუაზრებელი იერიშები და ლოგიკური 1:2 ტაბლოზე.

მოკლედ, ახლა ჩემპიონშიფზე კონცენტრაციისათვის საუკეთესო დროა. შეგახსენებთ, ქართველი სპეციალისტის გუნდმა 2 ტურში 4 ქულა მოიპოვა და ცხრილის ზედა ნაწილშია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველი ქალები მე-2 ადგილზე გავიდნენ: პირველობა თანაბარ უკრაინას დავუთმეთ

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი: ყარაბაღი პლეი ოფშია, რეინჯერსმა დააქამბექა