in ,

არველაძე ჰალს დაემშვიდობა – მადლობა ყველაფრისთვის

სულ რამდენიმე დღისწინ, შოთა არველაძემ “ჰალი” დატოვა და გუშინ გამოსამშვიდობებელი პოსტიც გამოამზურა:

“იმ კუნძულზე მუშაობა და ცხოვრება, რომელიც ნებისმიერი მწვრთნელისთვის და ფეხბურთელისთვის საოცრებათა ქვეყანაში მოგზაურობას ჰგავს ბედნიერებას მანიჭებს და მიხარია, რომ ჰალ სიტიმ ერთ-ერთი მთავარი ოცნების ახდენის შესაძლებლობა მომცა. კლუბის შენების პროცესი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ახალი მფლობელის ხელში ხვდება და განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც ინგლისია, წარმოუდგენლად რთულია. ამჯერად, ეს ამბავი ისე არ გამოვიდა, როგორც ამას ყველა ვისურვებდით 8 თვის წინ, როცა ჩემპიონშიფში სადებიუტო მატჩი მქონდა.

მინდა აჯუნს და მის გუნდს ამ რთულ გზაზე დიდი წარმატება ვუსურვო. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ იმ საქმის ბოლომდე მიყვანა, იმ ფორმით, როგორც შევთანხმდით და როგორც ამის დასაწყისში გვჯეროდა. არის საკითხები, რასაც დროსთან ერთად სწორი მიდგომა სჭირდება. საბოლოოდ, რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობამ დააშორა ჩვენი პოზიციები ერთმანეთისას, რაც გახდა კიდეც ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. თუმცა, ამის მიუხედავად, იმედი მაქვს, ჰალ სიტი წარმატებული კლუბი გახდება.

მადლობას ვუხდი ვეფხვების სტაფის ყველა წევრს, ასისტენტებს, თანამშრომლებს, მთავარი გუნდის, აკადემიისა და სტადიონის პერსონალს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს, ვისთან ერთადაც ამ პერიოდის მანძილზე ვიმუშავე. მადლობას ვუხდი მედიას, რთულ და ინტენსიურ რეჟიმში თანამშრომლობისთვის. მთავარი მადლობა კი ფანებს ეკუთვნით, რომელთა მხარდაჭერა და შეძახილი Arveladze We’ve got.. ჩემი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება”.

What do you think?

Written by admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

1979 წლის 3 ოქტომბერი – დინამო 3:0 ლივერპული!

დელ პიერო: ხვიჩა არის ადამიანი დრიბლინგი