in ,

დღეს ჰალი თამაშობს!

შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ ახალი სეზონი ჩინებულად გახსნა. 2 ტურის თავზე ვეფხვებს 4 ქულა აქვთ და ჩემპიონშიფის ცხრილის ზედა ნაწილშიც არიან. ახლა კი ინგლისის ლიგის თასის ჯერი დადგა და „ჰალი“ სტუმრად, „ბრედფორდ სიტის“ დაუპირისპირდება.

ბრედფორდი რანგით მე-4 დივიზიონის წევრია, თუმცა მას უელსის ნაკრების, „მანჩესტერ სიტის“, „ქპრ“-ს, „სტოკის“, „საუთჰემპტონისა“ და სხვა რჩეული გუნდების ყოფილი მესაჭე, მარკ ჰიუზი თავკაცობს, რომელმაც ზაფხულში 14 მოთამაშე დაიმატა, მათ შორის „ჰალის“ მოთამაშე რიჩარდ სმოლვუდი და ახალ სეზონს გუნდი ოპტიმისტური განწყობით ეგებება.

ნამატი არველაძესაც მრავლად ჰქონდა. ოზან ტუფანი, ბენიამინ ტეტე, ალაჰიარ საიადმანეში, ოსკარ ესტუპინიანი, ჟან მიშელ სერი, ტობიას ფიგერედო და კიდევ რამდენიმეს ელიან.

მოკლედ, 23:00 ზე თასის პირველი რაუნდის მატჩია ჩანიშნული და ვნახოთ, როგორი იქნება ქართველის ჩართვა ლიგის თასზე…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბართომეუ მაგარ შარშია

დენკოვიჩმა აზაროვს საუკეთესო უწოდა