in ,

1979 წლის 3 ოქტომბერი – დინამო 3:0 ლივერპული!

არსებობს მცნება, ოქროს თარიღი, რომელიც სხვადასხვა სახის მოვლენასთან არის დაკვშირებული. ზოგ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები აღინიშნება, ზოგგან რაიმე ტექნოლოგიური პროგრესი, მაგრამ მე-20 საუკუნიდან მოყოლებული საქართველოში ასეთი თარიღები, ძირითადად სპორტთან არის დაკავშირებული და უფრო ხშირად ფეხბურთთან.

შედარებით ახალბედა ქომაგმა იცის, რომ ერთხელ “დინამომ” “ლივერპული” 3:0 დაამარცხა, მაგრამ როგორი “ლივერპული” ეს ცალკე ამბავია.

იმხანად წითლების მესაჭე ლეგენდარული ბობ პეისლი იყო, რომელმაც “ლივერპულს” 3 ჩემპიონთა თასი მოაგებინა. საერთოდაც, ეს არის პერიოდი, როდესაც ინგლისური საკლუბო ფეხბურთი ზენიტშია.

ჩავუვყეთ 70 იანი წლების ჩემპიონთა თასის გამარჯვებულებს:

1977 – “ლივერპული”

1978 – “ლივერპული”

1979 – “ნოტინგემ ფორესტი”

1980- “ნოტინგემ ფორესტი”

1981 – “ლივერპული”

1982 – “ჰამბურგი”

1983 – “ასტონ ვილა”

1984 – “ლივერპული”

მგონი, ამ სიით ყველაფერი ნათქვამია. ეს იყო ერა, როდესაც ინგლისურ კლუბებთან თამაშზე დიდი უსიამოვნება რთულად მოსანახი იყო.

“ლივერპულის” კარს ლეგენდარული რეი კლემენსი იცავდა, იქვე ალან კენედი ვახსენოთ, რომელმაც 1981-ში “რეალს” გამარჯვების გოლი გაუტანა. გრემ სუნესი არანაკლებ სახელოვანი ფიგურა და ბოლოს, სერ კენი დალგლიში – სჯობს, სია აქ გავწყვიტოთ.

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი თარიღიდან კი 43 წელი გავიდა…

1979 წლის 3 ოქტომბერს ჩემპიონთა თასის გათამაშების 1/16 ფინალის საპასუხო შეხვედრაში დინამომ, იმ დროისთვის ევროპის საუკეთესო გუნდს, ინგლისის ჩემპიონს – ლივერპულს უმასპინძლა. (პირველი შეხვედრა ენფილდზე ინგლისელების გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა. გოლები ჯონსონმა, კეისმა და ჩივაძემ გაიტანეს).  დინამოს სტადიონზე, კოკისპირულ წვიმაში 90 000 მაყურებლის წინაშე, დინამოელებმა 3-0 გაიმარჯვეს. ეს გახლდათ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროპულ ტურნირებს პირველივე წრეში გამოეთიშა.

დინამო  3-0  ლივერპული

მსაჯი: ჰაინც ალდინგერი (გერმანია)

გოლები: 1-0 გუცაევი 55’  2-0 შენგელია 75’  3-0 ჩივაძე (პენ) 81’

დინამო: გაბელია, გ. მაჩაიძე, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, ჭილაია, დარასელია, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია

მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი

ლივერპული: კლემენსი, ნილი, ირვინი, ტომპსონი, კენედი, ჰანსენი, დალგლიში, კეისი (ფეირკლო 78’), ჯონსონი, მაკ დერმოტი, სუნესი

მწვრთნელი: რობერტ პეისლი

What do you think?

Written by admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალმა პირველი ქულები დაკარგა და ბარსამ გადაასწრო – ლა ლიგის მე-7 ტური

არველაძე ჰალს დაემშვიდობა – მადლობა ყველაფრისთვის