in

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათები და პიკს მიღწეული დაძაბულობა

გუნდებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ სასურველი ტრანსფერის გაჩარხვისთვის. რაღაცეები ახლაც მოესწრება, მაგრამ ბევრი რამ ალბათ ზაფხულისთვის გადაიდება.

“ტოტენჰემი” “ბებერი ქალბატონიდან” როდრიგო ბენტაკურის დამატებასთან ახლოსაა. ურუგვაელი ფეხბურთელის ტრანსფერი ლონდონელებს დაახლოებით 19 მილიონი ევრო და 5 მილიონის სახით ბონუსები დაუჯდებათ.

“იუვენტუსი” აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს გლადბახის “ბორუსიასთან” დენის ზაკარიას თაობაზე.

“რივერ პლეიტის” 19 წლის ტალანტის ხულიენ ალვარესის “სიტიში” გადასვლა გადაწყვეტილია. ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა განაცხადა. თუმცა ფეხბურთელი იჯარით ზაფხულამდე არგენტინაში რჩება.

“მანჩესტერის” ნიდერლანდელი ნახევარმცველი დონი ვან დე ბეკი შესაძლოა სეზონის ბოლომდე იჯარის წესით “ევერტონში” ვიხილოთ.  

“ტოტენჰემმა” თითქმის მიაღწია “იუვენტუსთან” შეთანხმებას დეიან კულუშევსკის თაობაზე. სეზონის ბოლომდე შესაძლოა შვედმა იჯარის წესით “მამლებისთვის” შეუტიოს, ხოლო სეზონის ბოლოს კლუბს მისი გამოსყიდვის ვალდებულება 35 მილიონად ექნება.

 “მარკას” ცნობით, უსმან დემბელე თანახმაა კლუბი ზამთარში დატოვოს. ამ მომენტისთის მას სამი ვარიანტი აქვს: პსჟ, “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი”.

იმ შემთხვევაში თუ “ბარსელონა” დემბელეს გასხვისებით სახელფასო ბიუჯეტს გამოანთავისუფლებს, შეეძლება ნიკოლა ტალიაფიკოსთან და პიერ-ემერიკ ობამეიანგთან კონტრაქტის გაფორმება, რომლებთანაც პირადი შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს.

“პორტოს” 25 წლის ნახევარმცველი ლუის დიასი კარიერას მერსისაიდულ გრანდში გააგრძელებს. პორტუგალიელების ,,ლივერპულის’’ მიმართ 83 მილიონიანი მოთხოვნის მიუხედავად, საბოლოო შეთანხმება 50 მილიონად შედგა. ხელშეკრულება 5-წლიანია.

“ლივერპულის” ტაკუმი მინამინოს იჯარით აყვანა “ლიდსს” სურს.

გარეთ ბეილს ოჯახი თხოვს, რომ “რეალი” დატოვოს.

“ბაიერნის” ნახევარმცველ ტოლისოს კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და ამით სარგებლობა “რეალს” სურს.

დიეგო კოსტა შესაძლოა “ვალენსიას” ფეხბურთელი გახდეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შოთას დებიუტი

რონალდო პრინცს შეხვდა: ისინი 50-ე სართულზე მდებარე აუზზე წავიდნენ