in ,

შოთამ მოგებით დაიწყო: ჰალმა სუონსი დაამარცხა

ინგლისის ჩემპიონშიპში ახალმისულმა შოთა არველაძემ პირველი მატჩი მოიგო.

ქართველის დამოძღვრილმა “ჰალმა” შინ “სუონსი” მიიღო და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. არველაძის შეგირდებმა ორივე გოლი საწყის 22 წუთში გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი გამარჯვება “ჰალ სიტისთვის” ზედიზედ მესამე იყო.

შოთა არველაძე “ჰალ სიტის” მთვარი მწვრთნელი ოფიციალურად სამი დღის წინ გახდა. ამჟამად ქართველი სპეციალისტის გუნდს ჩემპიონატში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 32 ქულა აქვს და ცხრილის მე-18 საფეხურზეა.

მომდევნო შეხვედრას “ჰალ სიტი” 5 თებერვალს, “პრესტონის” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა დღე დადგა: ბასილაშვილი ორი საფეხურით დაწინაურდა და ფედერერს გადაასწრო

ესპანელებმა მიწაზე დაგვაბრუნეს: რუსეთთან საფეხბურთო ომი გველოდება