in ,

ჩაწერეთ youtube-ზე კვარაცხელია და ნამდვილ ნიჭს ნახავთ: ნაპოლის ქომაგები ხვიჩას ელიან

ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის “რუბინიდან” წამოსვლის შემდეგ, ბევრი იწერება და ახლა მთავარი თემა სწორედ ისაა, თუ სად გააგრძელებს ქართველი ფეხბურთელი კარიერას.

ამ ეტაპზე ყველაზე რეალური რაცაა, ხვიჩას მიმართ ინტერესს იტალიური “ნაპოლი” იჩენს. რამდენიმე ცნობილი იქაური ჟურნალისტიც წერს, რომ ქართველი ტალანტი ნეაპოლურ გუნში გადავა. მას ძირითადად ლორენცო ინსინიეს შემცვლელად მოიაზრებენ.

რუბინის დირექტორი: ყველანაირი ბერკეტი დავკარგეთ, თუ უნდათ, წავლენ

წამოვიდა! – ამ დღეს დიდხანს ველოდით: კვარაცხელია რუსეთიდან წამოვიდა

ხვიჩას სულმოუთქმენლად ელიან “ნაპოლის” გულშემატკივრები, რომლებმაც სოციალურ ქსელში ქართველის მიმართ გულთბილი კომენტარები არ დაიშურეს.

“ჩაწერე youtube-ზე ხვიჩა კვარაცხელია და ნამდვილ ნიჭს ნახავ. სისწრაფე, კარგი დრიბლინგი. ის ნამდვილად საოცარი ფეხბურთელია.”

“ხვიჩა “ნაპოლის” 10-იანი გახდება და მე მის ტატუს გავიკეთებ”.

https://twitter.com/zielulife2/status/1504537416429981705?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1504537416429981705%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_c10&ref_url=https%3A%2F%2Fwww.crystalsport.ge%2Fnews%2F41815

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გორგოძემ ინგლისი დაამარცხა და კვალიფიკაციის ფინალშია

საქართველომ სარაევოში შეკრება დაიწყო: ყაზაიშვილი გუნდს ხვალ შეუერთდება