in ,

საქართველომ სარაევოში შეკრება დაიწყო: ყაზაიშვილი გუნდს ხვალ შეუერთდება

საქართველოს ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდი სარაევოში შეიკრიბა და წვრთნას საფეხბურთო კლუბ “სარაევოს” ბაზაზე გაივლის.

ამ დროისთვის ნაკრების რიგებში 22 ფეხბურთელი იმყოფება, სამხრეთკორეული “ულსან ჰიუნდაის” ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი კი გუნდს 23 მარტს შეუერთდება.

სანიოლმა მოახლოებული მატჩებისთვის ერთი დებიუტანტი გამოიძახა – თბილისის “დინამო” ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი. 20 წლის ფეხბურთელმა სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.

“ყოველთვის ვფიქრობდი და მინდოდა, რომ ნაკრებთან ერთად ვყოფილიყავი. ახლა შანსი მივიღე და უკვე სავარჯიშო პროცესს ვიწყებთ. ნაკრებში გამოძახება ნაწილობრივ მოულოდნელობა იყო, ეს მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებაა და მადლობა მას ნდობის გამოცხადებისთვის. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები მშობლები არიან. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მათ შევატყობინე ნაკრებში გამოძახება. ბავშვობიდან ხვიჩა კვარაცხელიასთან და ზურიკო დავითაშვილთან ერთად ვთამაშობდი და ყოველთვის სასიამოვნო იყო მათი წარმატება. მიხარია, რომ ახლა უკვე სანაკრებო გარემოში შევხვდით ერთმანეთს. ნებისმიერ თამაშს თავისი დატვირთვა აქვს. რა თქმა უნდა, გუნდი ივნისის მატჩებისთვის ემზადება, ამიტომ მარტის თამაშები ყველასთვის მნიშვნელოვანია. ზოგადად, როდესაც სანაკრებო მატჩია, ვფიქრობ არ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან ამხანაგური და ოფიციალური შეხვედრები. ნაკრებში მეგობრული გარემოა, ფეხბურთელების უმრავლესობას ვიცნობდი და მიხარია, რომ ახლა აქ ვარ”, – თქვა ნაკრების ახალწვეულმა.

საქართველოს ნაკრები

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი).

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში), საბა კვერკველია (მეტალისტი), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი).

ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი ტულა), ვაკო გვილია (რაკუვი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსანი).

თავდამსხმელები: დავით ვოლკოვი (ზირა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 24 მარტს ბოსნია-ჰერცეგოვინას (23:45 სთ), ხოლო 29 მარტს (20:00) ალბანეთის ნაკრებს ნაკრებს დაუპირისპირდება. სანიოლის გუნდი, რომელიც ივნისში გასამართი ერთა ლიგისთვის ემზადება, ორივე ტესტ-მატჩს სტუმრად ჩაატარებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაწერეთ youtube-ზე კვარაცხელია და ნამდვილ ნიჭს ნახავთ: ნაპოლის ქომაგები ხვიჩას ელიან

დავით ხოჭოლავა: ვფიქრობდი იარაღი ამეღო და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლა