in ,

რუბინის დირექტორი: ყველანაირი ბერკეტი დავკარგეთ, თუ უნდათ, წავლენ

გუშინ გავრცელდა ხმები და ჩვენც ძალიან სანდო წყაროსთან გადამოწმების შემდეგ გაუწყეთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინი” დატოვა და სანაკრებო პაუზის შემდეგ იგი რუსეთში აღარ დაბრუნდება.

წამოვიდა! – ამ დღეს დიდხანს ველოდით: კვარაცხელია რუსეთიდან წამოვიდა

კლუბიდან ლეგიონერების წასვლასთან დაკავშირებით რუსულ მედიასთან კომენტარი “რუბინის” სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ გააკეთა.

ოფიციალურად უკვე სამმა ლეგიონერმა დაგვტოვა და ვფიქრობ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. წავა თუ არა ხვიჩა კვარაცხელია? ჩვენი ქვეყანა ყველა სფეროში, მათ შორის სპორტშიც, ძალიან დიდი წნეხის ქვეშაა. ფეხბურთელებთან ყველანაირი ბერკეტი გვაქვს დაკარგული, თუ უნდათ წავლენ.

უეფას გადაწყვეტილების შემდეგ, ფეხბურთელების აგენტები საქმეს ეშმაკურად უყურებენ და ცდილობენ ეს ყველაფერი მათთვის სასიკეთოდ გამოიყენონ”, – თქვა “რუბინის” სპორტულმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩას ყველაზე რეალური მსურველი “ნაპოლია”.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილის სავარაუდო მეტოქეები გაირკვა

1 აპრილამდე მოასწარით: რუსეთიდან წასულების აყვანა ევროთასებზე დარჩენილ გუნდებს შეუძლიათ