in ,

შოთა არველაძე: ფეხბურთი უსამართლოა- 3 გოლის გაშვებას ნაღდად არ ვიმსახურებდით

ინგლისის ჩემპიონშიფში შოთა არველაძის “ჰალ სიტი” არცთუ დამაჯერებლად გამოიყურება, განსაკუთრებთ საკუთარ მოედანზე. “ვეფხვებმა” შინ ზედიზედ მე-5 შეხვედრა წააგეს.

ქართველის გუნდი პრემიერლიგის საგზურისთვის მებრძოლ “ლუტონს” დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.

არველაძის გუნდს სახლში უჭირს: ჰალის მორიგი მარცხი

მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა სპეციალისტმა თამაში შეაფასა. იგი ძალიან იმედგაცრუებული იყო.

“ძალიან იმედგაცრუებული ვარ. საშინაო მატჩს ჩვენი ქომაგების წინაშე დიდი ენთუზიამით ველოდით. გვსურდა მათთვის დადებითი ემოციები გვეჩუქებინა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხეთ. ბიჭებმა მთელი კვირის განმავლობაში ბევრი იშრომეს, მაგრამ ის არ გამოგვივიდა, რაც გვინდოდა.
ფეხბურთი მართლა უსამართლოა, რადგან დღეს 3 ბურთის მიღებას არ ვიმსხურებდით”, – თქვა შოთა არველაძემ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტეიშვილი დაბრუნდა: 6 თვის შემდეგ

ჩვენ დავბრუნდით – XXIX ტური