in ,

კიტეიშვილი დაბრუნდა: 6 თვის შემდეგ

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი 6-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.

კიტეიშვილის “შტურმი” ავსტრიის ჩემპიონატის შეხვედრაში “კლაგენფურტს” დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც იაკობ იანტშერი შეცვალა.

კიტეიშვილმა ტრავმა 2021 წლის 30 სექტემბერს “ეინდჰოვენთან” მიიღო და იმის შემდეგ მოედანზე არ გამოსულა.

ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში გრაცელთა მაისურით 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 4 გოლი და 4 საგოლე პასია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაკფადენის საოცარი მატჩი და შერმადინის 12 ქულა

შოთა არველაძე: ფეხბურთი უსამართლოა- 3 გოლის გაშვებას ნაღდად არ ვიმსახურებდით