in ,

არველაძის გუნდს სახლში უჭირს: ჰალის მორიგი მარცხი

ინგლისის ჩემპიონშიფის 39-ე ტურის “ჰალ სიტიმ” “ლუტონს” უმასპინძლა და საკუთარ მოედანზე მორიგი მარცხი განიცადა – 1:3.

“ლუტონი” უკვე შეხვედრის მე-9 წუთზე ადებაიოს გოლით დაწინაურდა. მეორე ტაიმში კორნიკმა 56-ე და 72-ე წუთებზე გაიტანა. “ვეფხვებისგან” ერთადერთი გოლის გაქვითვა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს ეავესმა შეძლო.

შოთა არველაძის “ჰალ სიტის” 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილზეა. ქართველ სპეციალისტს ინგლისური გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მისი სტატისტიკა ასე გამოიყურება – 3 მოგება, 2 ფრე, 7 მარცხი.

“ჰალ სიტი” მომდევნო მატჩს 1 აპრილს, “ჰადერსფილდის” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: გურამ კაშიამ სლოვაკეთში გაიტანა

დაბრუნებული ჩაკვეტაძის 57 წუთი: ჰამბურგი ფორტუნას გადაურჩა