in ,

კიტემ გაიტანა, ჩაკვემ ისევ ითამაშა, ლორია მშრალი იყო: როგორ ითამაშეს ჩვენებმა ევროპაში

გუშინ ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის პლეი-ოფები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა ფეხბურთელებმაც მიიღეს.

ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპამდე ცოტა უკლია ოთარ კიტეიშვილის „შტურმს“, რომელმაც სტუმრად 3:1 დაამარცხა სლოვენიური „მურა“.
ამ გამარჯვებაში ქართველის წონიანი წვლილიცაა. კიტეიშვილმა მე-60 წუთზე თავური დარტყმით აიღო მეტოქის კარი, რითაც თავისი გუნდი დააწინაურა.

ევროპის ლიგის პლეი-ოფში ქართველების ბრატისლავას „სლოვანმა“ პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ პირველი მატჩი გასვლაზე ჩაატარა და დიდი ანგარიშით 0:3 დამარცხდა.
გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ბრატისლაველთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და ბოლომდე ითამაშეს, 93-ე წუთზე კაშიამ ყვითელი ბარათი მიიღო.

გასვლითი მატჩი ჩაატარა დავით ხურციძის „ალაშკერტმაც“, რომელიც „გლაზგო რეინჯერსს“ „აიბროქსზე“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, ის მე-80 წუთზე შეცვალეს.

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა ისრაელში ბეერ-შევას „ჰაპოელთან“ ფრედ 0:0 დაასრულა.
კარში ტრადიციულად გიორგი ლორია იდგა, რომელიც მატჩის გმირიც კი გახდა. 30-ე და 38-ე წუთებზე მასპინძლებს გატანის კარში შანსები ჰქონდათ, მაგრამ ორივეჯერ ლორიამ ბურთი მოიგერია. ჩვენიანს მეორე ტაიმში ისევ მოუწია თავისი ოსტატობის ჩვენება. 89-ე წუთზე კი დროის გაყვანისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ გასვლაზე ბათუმის „დინამოს“ დამმარცხებელ „სივასპორს“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით 2:1 მოუგო.
ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, 42-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

სულ უკეთ მიდის გიორგი ჩაკვეტაძის საქმე. მან „გენტში“ ზედიზედ მესამედ ითამაშა.
21 წლის შემტევმა ამჯერად კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა ითამაშა პოლონეთში, სადაც მისი გუნდი „რაკუვს“ (წინა ეტაპზე ხვიჩას „რუბინი“ გამოაგდო) დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
ჩაკვეტაძე კვლავ შეცვლაზე შევიდა, 68-ე წუთზე, როდესაც გოლი უკვე გატანილი იყო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: რეალი გაქურდეს – ბერნაბეუზე საკლუბო მაღაზია 7 წუთში მთვარეზე დაჯდომის მეთოდით გაიტანეს

ვინ და როდის: ქართველების განრიგი ტოკიოს პარალიმპიადაზე