in ,

კიტე დაბრუნდა, ჩაკვემ პასი გააკეთა: ქართველები ევროტურნირებზე

ევროპის ბევრ ქალაქში ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის მატჩები გაიმართა. ბევრი წარმომადგენელი არ გვყავს, მაგრამ არ უქართველებოდ არის საქმე.

სასიხარულოა, რომ ხანგრძლივი ტრავმების შემდეგ ოთარ კიტეიშვილი მოედანს დაბრუნდა. ის „შტურმის“ ძირითადში იყო, რომელიც რომში „ლაციოს“ შეეჭიდა და 2:2 ითამაშა.

კიტეიშვილმა პირველ ტაიმში რამდენიმე ეპიზოდში გამოიჩინა თავი. მე-11 წუთზე საჯარიმოში სამ მცველს შორის გაძვრა, რის შემდეგაც „ლაციოს“ კართან ხიფათი შეიქმნა.
26-ე წუთზე ჩვენიანს მეტოქემ საჯარიმოსთან ხელი ჰკრა და წააქცია. მასპინძელი ფეხბურთელი ჩვენიანს სიმულაციაში ადანაშაულებდა, მას არც კიტეიშვილი ჩამორჩა და საბოლოოდ მსაჯმა ორივე გააფრთხილა.

This image has an empty alt attribute; its file name is 3245456.jpg

კიტეიშვილი 58-ე წუთზე შეცვალეს.
საინტერესო და უჩვეულო ვითარება ამ ჯგუფში: ყველა გუნდს 5 ქულა აქვს (ყველამ ყველა მატჩი ფრედ ითამაშა). ბოლო ტურში „შტურმი“ შინ „ფეიენოორდს“ შეხვდება.

ბუდაპეშტში „ფერენცვაროშმა“ ბელგარდის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა განაცხადში არ ყოფილა გიორგი ხარაიშვილი, სტუმართა შორის კი ირაკლი აზაროვი.

კონფერენს ლიგაზე პოზნანის „ლეხმა“ სტუმრად „ბეერ-შევასთან“ 1:1 ითამაშა.
„ლეხის“ ძირითადში მხოლოდ გიორგი წიტაიშვილი იყო და ისიც 57-ე წუთზე შეცვალეს, ნიკა კვეკვესკირი კი მხოლოდ 85-ე წუთზე შევიდა.

ბრატისლავის „სლოვანმა“ შვეიცარიულ „ბაზელს“ უმასპინძლა და მოგება ხელიდან გაუშვა – 3:3.
სამივე ქართველი „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. გურამ კაშია, ჯაბა კანკავა (ყვითელი მიიღო) და გიორგი ჩაკვეტაძე. ტრავმა, რომელიც შვეიცარიელებთან წინა შეხვედრაში ჩაკვეტაძემ მიიღო, საბედნიეროდ, სერიოზული არ აღმოჩნდა და კვლავ მოედანზე ვიხილეთ.

43-ე წუთზე ჩაკვეტაძის ძლიერი დარტყმული „ბაზელის“ მეკარემ მოიგერია. 45-ე წუთზე ჩაკვეტაძის წამოწყებული შეტევის შემდეგ სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა.

50-ე წუთზე კუცკამ „ბაზელის“ კარში გოლი ჩაკვეტაძის ჩაწოდების შემდეგ გაიტანა. თავით აიღო. ერთ წუთში გურამ კაშიამ მეკარესთან პირისპირ გასულ მეტოქეს ბურთი სუფთად აართვა და გუნდი გოლს გადაარჩინა.
ჯაბა კანკავამ ყვითელი ბარათი მიიღო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენ შეკრული გუნდი ვართ და დიდ სიამოვნებას გვანიჭებს აქ თამაში: ხვიჩა მატჩის შემდეგ

ყატარში მთვრალ ფანებს გამოაფხიზლებენ: ლგბტ ფანებს დროშის ფრიალის უფლება ექნებათ