in ,

ქართველების სლოვანი გამოვარდა: სამივემ ითამაშა – ბრატისლავას ბათუმი მოუბრუნდა

ქართველების „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდა და ევროპის ლიგაზე გადაერთვება. ვლადიმირ ვაისის გუნდმა საკმაოდ მტკივნეული წაგება მიიღო საკუთარ მოედანზე. „სლოვანი“ შინ უნგრეთის ჩემპიონ „ფერენცვაროშთან“ 1:4 დამარცხდა. სლოვაკურ გუნდს მარცხი ბოლო წუთებზე მოუვიდა და თითქოს ის დაუბრუნდა, რაც თავად გაუმართლდა ბათუმში „დინამოსთან“ პირველი ეტაპის შეხვედრაში.

„სლოვანის“ ძირითადში იყო სამივე ქართველი. გურამ კაშიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ სრულად ითამაშეს, ხოლო ჯაბა კანკავა უკვე მსაჯის მიერ წამატებულ დროში, 90-2 წუთზე გამოცვალეს. ჯაბა 52-ე წუთზე გააფრთხილეს.

შეგახსენებთ, ბუდაპეშტში „სლოვანს“ 2:1 ჰქონდა მოგებული.

პირველი ტაიმი სტუმრებმა 2:0 მოიგეს. 70-ე წუთზე „სლოვანმა“ ანგარიშში სხვაობა შეამცირა და საერთო ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ სტუმრებს ბოლოსკენ გაუღიმათ ბედმა – 89-ე და 90+5-ე წუთზე კიდევ ორჯერ მოახერხეს გატანა და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ისევ კარგი იყო: საგოლე პასი და აქტიური თამაში – სპალეტი კმაყოფილია

ფეხბურთში ყველაფერი ხდება: საბურთალო ბრძოლას აპირებს, ქართველ ქომაგებს კი ბილეთებს აძლევს – თამაშს სილქი აჩვენებს