in ,

ჩაკვეტაძის ფეერიული პერფორმანსი და სლოვანის დამაჯერებელი გამარჯვება! ქართველები საუკეთესოები იყვნენ

ასეთ დროს, თითები ხომ თავად პოულობს საჭირო ღილაკებს. წარმოიდგინეთ, 90 წუთის მანძილზე თვალს ადევნებთ ქართველ ფეხბურთელთა სასწაულ პერფორმანსს და ერთი სული გაქვთ ამას როდის გაუზიარებთ სხვებს.

გუშინ, კონფერენს ლიგის მესამე ტურში “სლოვანი” “ბაზელს” ესტუმრა და გვარიანად მძიმე მატჩიც დაანონსდა. შვეიცარიელები 6 ქულით ჯგუფს ლიდერობდნენ, სლოვაკებს კი 2 ტურში 1 კინკილა ქულა ჰქონდათ.

გიორგი ჩაკვეტაძემ მორიგი ფერადი კომპოზიცია შექმნა – 2 ასისტი და თან როგორი ასისტი…

პირველ ჯერზე გიორგიმ ურბილესი, დიაგონალური გადაკიდებით პაუშჩეკს ბურთი თავზე დაასვა და განაპირა მცველმაც 4 მეტრიანი დისტანციიდან დალაშქრა მარვინ ჰიცის კარი.

შემდეგ იყო ჩაკვესებრი, ორ მცველს შორის გაძრომა, დროული პასი ჩავრიჩზე, რომელიც არანაკლებ ჩინებულად გაისარჯა, დიდოსტატური პაუზა აიღო და მარცხენათი ჰიცის კარი მეორედ აიღო.

ასისტების გარდა ჩაკვეს 4 წარმატებული დრიბლინგი და უამრავი დაცვითი სამუშაო ჰქონდა. მატჩიდან მატჩამდე, გიო 2019 წლის ფორმას უახლოვდება და უკვე წარმოდგენილია ხვიჩა&ჩაკვეს სანაკრებო პრაიმი…

მატჩის ბოლოს გიორგი დაშავდა… სუნთქვა შეგვეკრა, მაგრამ უფრო კუნთის გაჭიმვას ჰგავდა და წესით, საგანგაშო არაფერი უნდა იყოს! (იმედია)

გურამ კაშიას კი ყველაზე მაღალი შეფასება 8.1 ჰქონდა – თითქმის ყველა მეორე სართული მოიგო და ვერცერთხელ მოახერხეს მისი მოტყუება, მაგრამ განსაკუთრებულად ოფლისმღვრელი მატჩი არ ჰქონია, რადგან იურაი კუცკამ და ჯაბა კანკავამ მოედნის ცენტრი უბრალოდ ამოქოლეს, “ბაზელმა” კი ქართულ-სლოვაკურ ბოქლომს ვერცერთი გასაღები ვერ მოარგო და 0:2 დამარცხდა.

ხვიჩა, ჩაკვე, ზურიკო, მიქაუტაძე, ლოჩოშვილი და ამას პლუს გამოცდილი მოთამაშეების კარგი სათამაშო ფორმა, ნუთუ დაბრუნდა?!

What do you think?

Written by admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თორნიკე ჯალაღონიას შესანიშნავი ლელო

წიტაიშვილი და კვეკვესკირი ცვლილებიდან შევიდნენ, კიტეიშვილმა ნახევარი საათი ითამაშა – ქართული მონაგარი ევროპა&კონფერენს ლიგაზე