in ,

ფეხბურთში ყველაფერი ხდება: საბურთალო ბრძოლას აპირებს, ქართველ ქომაგებს კი ბილეთებს აძლევს – თამაშს სილქი აჩვენებს

დღეს საღამოს, 21:30 საათზე, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში “საბურთალო” ბუქარესტში ადგილობრივ “სტიაუას” დაუპირისპირდება. რუმინელი ჟურნალისტების წინაშე ჩვენი კლუბის მთავარი მწვრთნელი ლაშა ნოზაძე ფორვარდ ირაკლი სიხარულიძესთან ერთად წარსდგა:

This image has an empty alt attribute; its file name is 294718985_545565687352701_8879328441879002036_n-1024x576-1.jpg

ლაშა ნოზაძე:

რთულ და დაძაბულ მატჩს ველოდებით. სასიამოვნოა, რომ თბილისში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა, თუმცა ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავს. წინ კიდევ 90 წუთია სათამაშო. მეტოქე სერიოზულია, რომლის შემადგენლობაში გამოცდილი და კვალიფიციური ფეხბურთელები თამაშობენ. საქართველოს დედაქალაქში შემტევი და ლამაზი სანახაობის მატჩი ვაჩვენეთ, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

პირველი მატჩისგან განსხვავებით რუმინულ კლუბში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. განმეორებით მატჩში გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, ასევე არ იქნება კაპიტანი. ეს ფაქტორი უპირატესობას არ გაძლევთ?

არ მგონია, რომ ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. მართალია, არ იქნება გუნდის კაპიტანი, თუმცა მეტოქე კლუბში სხვა ბევრი გამოცდილი და საინტერესო ფეხბურთელი თამაშობს. რაც შეეხება მწვრთნელის ცვლილებას – ეს ფაქტორი ხან დადებითად მოქმედებს, ხანაც საპირისპიროდ. ასე რომ, დაველოდოთ მატჩს…

რუმინული კლუბისთვის თბილისში ცუდი თამაში გამოვიდა. რას ფიქრობთ მეტოქეზე?

დაგეთანხმებით, რომ არ იყო ის თამაში, რასაც ელოდით. ბევრად უკეთესად შეუძლია მეტოქეს თამაში, თუმცა ხდება ხოლმე, რომ გუნდს ვერ გამოსდის თამაში. ჩვენ თბილისში საინტერესო ფეხბურთი ვაჩვენეთ, თუმცა გარჯა უფრო უკეთესადაც შეგვიძლია. მაქსიმალური მობილიზება და ყურადღებით თამაში გვმართებს, თუ გვინდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

თუ მომდევნო ეტაპზე გახვედით, დიდი სიურპრიზი იქნება. რა შანსები გაქვთ, რომ მესამე ეტაპზე თქვენ ითამაშოთ?

წყვილში ფავორიტი მეტოქეა, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ჩვენ ბოლომდე ბრძოლასა და შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ.

ირაკლი სიხარულიძე:
სასიამოვნოა, რომ ასეთი დიდი ისტორიის კლუბს ვეთამაშებით. მართალია, თბილისში მინიმალური სხვაობით მოვიგეთ, მაგრამ მსგავსი ტურნირების დაპირისპირება ორი მატჩისგან შედგება. წინ კიდევ 90 წუთი გვაქვს სათამაშო.
პირველ მატჩში გამარჯვება უკვე დავიწყებული გვაქვს და სერიოზულად ვემზადებით განმეორებითი შეხვედრისთვის. ვეცდებით, დადებით შედეგს მივაღწიოთ და ორი თამაშის ჯამში საქართველოში გამარჯვებულები დავბრუნდეთ. ძალიან გვინდა ეს წარმატება. ვფიქრობ, ბევრი ადამიანი გაიხარებს და ხალხს დიდ სიხარულს მივანიჭებთ.
რუმინული კლუბების წინააღმდეგ მაქვს თამაშის გამოცდილება. მაღალი დონის ფეხბურთელები ასპარეზობენ, თუმცა ფეხბურთის დონე გათანაბრებულია და თამაში ყველა მოწინააღმდეგესთან შეიძლება.

ერთი სასიამოვნო ამბავი, უფრო სწორად ორი:
“საბურთალომ” ოფიციალურად გაავრცელა განცხადება, მატჩზე დამსწრე ქართველების საყურადღებოდ. ვინც გეგმავს ბუქარესტში ცენტრალურ სტადიონზე დღევანდელ შეხვედრაზე დასწრებას, ბილეთებით უზრუნველყოფს თავად “საბურთალო”.

“FCSB”-სა და “საბურთალოს” შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა სილქ უნივერსალზე იქნება შესაძლებელი. მატჩი 21:30 საათზე დიაწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველების სლოვანი გამოვარდა: სამივემ ითამაშა – ბრატისლავას ბათუმი მოუბრუნდა

გამარჯვება პრესტიჟის საქმეა: წაგების უმთავრესი მიზეზი განცდებია – გეგუჩაძეს ბიჭების სჯერა