in

ვინ და როდის: ქართველების განრიგი ტოკიოს პარალიმპიადაზე

24 აგვისტოს ტოკიოში პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი გაიმართება, შეჯიბრებები კი მეორე დღეს, 25-ში დაიწყება. ტოკიოში 13 ქართველი გამოვა. ეს პარალიმპიადაც გასულ წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ისიც ერთი წლით გადაიდო. სახელწოდება მასაც შეუნარჩუნდა – პარალიმპიადა 2020 – და ისიც მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

მაყურებელი პარალიმპიადაზეც აიკრძალა: ჩვენებს ერთი სპორტსმენი გამოაკლდათ – გოგოჭურზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

სპორტის 22 სახეობაში 540 დისციპლინაა, მათგან 6-ში ქართველი სპორტსმენებიც გამოვლენ.

საქართველოს დელეგაცია უკვე ტოკიოშია. შეჯიბრებას პარამოფარიკავეები დაიწყებენ, ბოლოს, 4 სექტემბერს კი პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული იასპარეზებს.

25 აგვისტო

პარაფარიკაობა
ირმა ხეცურიანი (ხმალი), ნინა თიბილაშვილი (ხმალი)

ირმა ხეცურიანი მსოფლიოს კვალიფიკაციაში პირველი ნომერია, შესაბამისად ოქროს მედლის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ნინა თიბილაშვილი 23-წლამდელთა რეიტინგში პირველია.

27 აგვისტო

პარაძიუდო
ზურაბ ზურაბიანი (60 კგ), გიორგი გამჯაშვილი (66 კგ)

ზურაბიანი დიდი ბრიტანეთის გრანპრის გამარჯვებულია, ხოლო გამჯაშვილი მსოფლიო რეიტინგში მესამეა.

28 აგვისტო

პარაფარიკაობა
ირმა ხეცურიანი (რაპირა), ნინა თიბილაშვილი (რაპირა), გვანცა ზადიშვილი (რაპირა)

პარაძიუდო
გიორგი ქალდანი (73 კგ)

პარაწოლჭიმი
აჰმად რაზმ აზარი (80 კგ)

აჰმად რაზმ აზარი წელს პარაწოლჭიმში დაუმარცხებელია.

29 აგვისტო

პარაფარიკაობა
გუნდური პირველობა (რაპირა)

პარაძიუდო
რევაზ ჩიკოიძე (+100), ინა ქალდანი (+70)

ტოკიოს პარალიმპიადაზე გუნდური პირველობა მხოლოდ რაპირით იმართება. საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია – ჩვენმა პარამოფარიკავეებმა ერთი თვის წინ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს.

30 აგვისტო

პარაწოლჭიმი
აკაკი ჯინჭარაძე (+107)

პარასროლა
​ლადო ჭინჭარაული (10 მეტრზე სროლა პნევმატური შაშხანით)


1 სექტემბერი

პარასროლა
ლადო ჭინჭარაული (10 მეტრზე სროლა პნევმატური შაშხანით (დახლზე დაყრდნობით)

პარაცურვა
​ნიკა თვაური (100 მეტრი ბრასით)

პარამძლეოსნობა
​დავით ქავთარაძე (სიგრძეზე ხტომა)

ყველაზე გამოცდილი ქართველი პარალიმპიელი ნიკა თვაურია. ის 37 წლისაა და მას სხვადასხვა ტურნირებზე უამრავი მედალი აქვს მოგებული.

4 სექტემბერი

პარასროლა
ლადო ჭინჭარაული (R9 კატეგორია, 50 მეტრზე სროლა)

შეგახსენებთ, სკანდალი მოხდა პარაძიუდოში. 100 კგ წონაში უნდა ეასპარეზა მოქმედ პარალიმპიურ ჩემპიონ ზვიად გოგოჭურს, მაგრამ ის სასტუმროში დათვრა, მომსახურე პერსონალი ცემა და აკრედიტაცია გაუუქმდა.

პარალიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტემ გაიტანა, ჩაკვემ ისევ ითამაშა, ლორია მშრალი იყო: როგორ ითამაშეს ჩვენებმა ევროპაში

ფოტო: სერხიო რამოსის 43 წლის ცოლმა ერთი ადგილი გაამარიაჟა