in ,

მაყურებელი პარალიმპიადაზეც აიკრძალა: ჩვენებს ერთი სპორტსმენი გამოაკლდათ – გოგოჭურზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

პარალიმპიური თამაშები ტოკიოში მაყურებლის გარეშე ჩატარდება იაპონიაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო.
ამის შესახებ თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა განაცხადა.

„ტოკიოს, საიტამას და ტიბას პრეფექტურებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ამ ოლქებში თამაშების ჩატარებისთვის მკაცრი ანტიკოვიდური ღონისძიებები გატარდება, მათ შორის თამაშებს არ დაესწრება მაყურებელი.
საორგანიზაციო კომიტეტი საზოგადოებას ასევე თხოვს თავი შეიკავონ ღია ცის ქვეშ ჩასატარებელ ღონისძიებებზე დასწრებისგან“, – ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

თამაშებზე დასწრებას შეძლებენ სკოლის მოსწავლეები სპორტის ინკლუზიურობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

პარაილიმპიური თამაშები 24 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბრამდე გასტანს.

ტოკიოში საქართველოს 14 სპორტსმენი წარადგენს.
ქართველი ათლეტები პარასპორტის 6 სახეობაში იასპარეზებენ.
ეს სახეობებია: ეტლით ფარიკაობა, პარაძიუდო, პარაწოლჭიმი, პარაცურვა, პარასროლა, პარამძლეოსნობა.
ქართველი პარალიმპიელები ტოკუშიმას პრეფექტურაში გადიან მოსამზადებელ ეტაპს.

თუმცა ტოკიოს სასტუმროში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი ქართველი სპორტსმენი თამაშებიდან ჩაიხსნება. იაპონირი მედია წერს, რომ:

საქართველოს გუნდის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა და ამის გამო მთლიანი ნაკრები კარანტინშია. პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური თანაგუნდელებთან ერთად სასტუმროს დერეფანში ხმაურობდა, რის გამოც დაცვის თანამშრომელმა მათ ოთახებში დაბრუნება სთხოვა, რის შემდეგაც ზვიად გოგოჭურმა 60 წლის დაცვის თანამშრომელი იატაკზე დააგდო და ფიზიკურად გაუსწორდა. მას ნეკნი აქვს გატეხილი.
ზვიად გოგოჭურმა პოლიციაში ბრალდება აღიარა და ასევე განმარტა, რომ ინციდენტის დროს თანაგუნდელებთან ერთად ალკოჰოლს სვამდა.
ზვიად გოგოჭურის დისკვალიფიკაცია გარდაუვალია. საქმეს ის ართულებს, რომ მის წინააღმდეგსარჩელი შეიტანეს და საქმე სისხლის სამართლის მუხლით აღიძრა.

ზვიად გოგოჭური რიოს პარალიმპიური თამაშების ჩემპიონია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ფეხბურთელმა თითქმის გაიტანა, მაგრამ მოედანზე არსებული ცუნამის გამო ვერ გაიტანა

გრილიში მე-9 ფეხბურთელია, რომლის ფასმა 100 მილიონს გადააჭარბა: ნახე სხვა „მილიონერებიც“